ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი ჰოლანდიის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჯილდოს მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც დამეხმარნენ ბოლო წელს. ვამაყობ ჩემი ოჯახით და მისი მხარდაჭერით. „იუვე“? ახლა მე ვარ ახალ ქვეყანაში და ეს ადვილი არაა. ბევრს ვმუშაობა იტალიაში, რომ წარმატებას მივაღწიო“, – აღნიშნა დე ლიხტმა.
აქვე ვთქვათ, რომ მატიასის დებიუტს „ნაპოლისთან“ მატჩში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩდა და მისი თამაში ცუდად შეაფასეს. ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კი შეგირდი დაიცვა:
„ლოზანოს წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა, მაგრამ ძალიან სწრაფად ვაფასებთ. მე შემიძლია გაჩვენოთ „ბარსელონაში“ ჩემი დებიუტის შემდეგ გაზეთები რას წერდნენ. დე ლიხტი მარჯვენა ცენტრალური მცველია და აშკარაა, რომ სერია A-ში ადაპტაციისთვის დრო სჭირდება“, – განაცხადა კუმანმა.