დღეს, ლეგენდარული გაეტანო შირეას ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 3 სექტემბერს, შირეა პოლონეთის გზაზე ავტოავარიას ემსხვერპლა და მისი სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა.
გაეტანო შირეა “იუვენტუსში” 1974 წელს ბერგამოს “ატალანტადან” გადავიდა და გუნდის ლეგენდად იქცა. ტურინში მან 1988 წლამდე ითამაშა, მოედანზე 552-ჯერ გავიდა და 32 გოლი გაიტანა. მოიგო ყველა საერთაშორისო ტიტული (ჩემპიონთა თასი, უეფას თასი, თასების თასი, ევროპის სუპერთასი, საკონტინტეთაშორისო თასი. 7-ჯერ იტალიის ჩემპიონიც გახდა, ხოლო 2-ჯერ იტალიის თასს დაეუფლა.
გამოსარჩევია, რო შირეა გამოირჩეოდა თავისი სათამაშო სტილით, რომელიც სხვებისგან სრულიად განსხვავდებოდა. მოედანზე ის ნამდვილ ჯენტლმენად მიიჩნეოდა სუფთა სათამაშო სტილის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პოზიციით მცველი იყო და ხანგრძლივი კარიერაც ჰქონდა, წითელი ბარათი არასდროს მიუღია.
იტალიის ნაკრებშიც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა (1978, 1982, 1986), ხოლო 1982 წელს ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 18 შეხვედრაში ითამაშა და იტალიელ ფეხბურთელებს შორის ფაბიო კანავაროსთან და ანტონიო კაბრინისთან ერთად მეორე ადგილზეა ხსენებული შედეგით. მასზე მეტჯერ მუნდიალზე მხოლოდ პაოლო მალდინის უთამაშია (23).
“იუვენტუსში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი შირეა თითქმის 20 წელი იყო რეკორდსმენი, მაგრამ მისი შედეგი მოგვიანებით ალესანდრო დელ პიერომ გააუმჯობესა. ახლა გაეტანო 552 თამაშით მესამე ადგილზეა და დელ პიეროს გარდა, ბუფონსაც ჩამორჩა.
გაეტანოს დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა…