ტურინის „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ მზად იყვნენ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოულოდნელი ბარტერი განეხორციელებინათ, ივან რაკიტიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი გაეცვალათ.
თუმცა გუნდები ბოლო მომენტში ვერ შეთანხმდნენ. საქმე ისაა, რომ „ბარსას“ სუფთა, თანაბარი ბარტერი სურდა: რაკიტიჩი-ბერნარდესკი.
„იუვენტუსმა“ კი ფედერიკოს სანაცვლოდ ხორვატი და პლიუს 20 მილიონი ევრო მოითხოვა, რის შემდგომაც ესპანელებმა უკან დაიხიეს და განზრახვაზე ხელი აიღეს.
ისე კი, კატალონელთა პოზიცია უცნაურია, რადგან „იუვემ“ ბერნარდესკი ორი წლის წინ 38 მილიონ ევროდ შეიძინა, რაკიტიჩი კი დღეს ეს თანხა ნამდვილად არ ღირს. თანაც, ხორვატი 32 წლისაა, ხოლო იტალიელი 24 წლის.
საბოლოოდ, ყველაფერი ჩაიშალა, რაკიტიჩი „ბარსელონაში“ დარჩა, ბერნარდესკი – „იუვენტუსში“.