ტურინის „იუვენტუსი“ „რომასთან“ 0:2 დამარცხდა და სერია A-ში მესამე თამაში წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:
შჩესნი 6 – გამოსვლებზე დამაჯერებელი იყო, პელეგრინის დარტყმისგან ხარიხამ იხსნა, ხოლო გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ ყოფილა.
დე შილიო 5.5 – დაცვაში ყოველთვის პუნქტუალური არ იყო და შეტევააში ვერ აქტიურობდა.
კანსელუ შ.გ – პორტუგალიელმა 5 წუთი ითამაშა.
კასერესი 5 – 40-დღიანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდადა ბონუჩი შეცვალა. თუმცა, კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი სათანადოდ ვერ ჩაატარა.
კიელინი 6 – დასწრებაზე და მაღალ ბურთებზე ყოველთვის შესანიშნავი იყო, მაგრამ პირველი გოლის ეპიზოდში შეცდომა დაუშვა.
სპინაცოლა 5.5 – შეტევაში ხშირად მიდიოდა, მაგრამ გავლენა ვერ მოახდინა. მერე კი კლუივერტისგან პრობლემები შეექმნა.
ემრე ჯანი 5.5 – იბრძოდა, მაგრამ ყოველთვის აქტიური არ იყო.
პიანიჩი 5 – ყოფილი გუნდის ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. კარგი თამაში არ ჰქონია, ბურთის განაწილება სათანადოდ ვერ შეძლო.
ბენტანკური 5.5 – სიტუაცია ვერც ურუგვაელის გამოსვლამ შეცვალა.
მატუიდი 5.5 – მისი ბრძოლა არ იყო საკმარისი, ისევე როგორც ჯეკოს ეპიზოდში თავგანწირული თამაში.
ალექს სანდრო შ.გ – ბრაზილიელი 84-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
კუადრადო 5 – ანგარიშის გახსნა შეეძლო, გოლს არაფერი ედგა წინ ემრე ჯანის კარგი პასის მერე, მაგრამ მირანტემ ბრწყინვალედ ითამაშა.
დიბალა 5 – ცრუ ცხრიანი ფაზებს შორის აქტიური იყო. მაგრამ ერთი თვის შემდეგ მოედანზე გოლით ვერ შეძლო. ამაში ხელი სუპერ მირანტემ და ერთ ეპიზოდში ორმაგმა ძელმა შეუშალა.
რონალდუ 6 – როდესაც ბურთს იღებდა, „ოლიმპიკოზე“ სტვენა მატულობდა. დიბალას ორჯერ მაგარი პასი გაუკეთა, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტიც მოსდიოდა. მერე ფლორენცისთან შეკამათდა და ბოლოს გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე სამართლიანად დაფიქსირდა.