„იუვენტუსმა“ სერია A-ს 36-ე ტურში „რომასთან“ 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა:
ექვსი მატჩი მშრალი კარის გარეშე
„იუვენტუსმა“ ბოლო 6 თამაშში გოლი გაუშვა და მსგავსი რამ 2014 წლის თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა.
საიუბილეო საღამო
ჯორჯო კიელინიმ „იუვეს“ მაისურით სერია A-ში 350-ე, მირამელ პიანიჩმა ჯამში 250-ე („რომას“ თამაშებიც შედის), ხოლო როდრიგო ბენტანკურმა 50-ე თამაში ჩაატარა.
ჯეკო „ოლიმპიკოზე“ „იუვეს“ წინააღმდეგ
ედინ ჯეკოს „იუვენტუსის“ კარში ყველა გოლი „სტადიო ოლიმპიკოზე“ აქვს გატანილი.