მთავარი / სიახლეები / ალეგრიმ ტურინში ახალი სახლის ძებნა დაიწყო

ალეგრიმ ტურინში ახალი სახლის ძებნა დაიწყო

ანდრეა ანიელისა და მასიმილიანო ალეგრის შეხვედრა მხოლოდ ოთხშაბათს გაიმართება, მაგრამ მნიშვნელოვანი ცნობები გავრცელდა ალეგრის ტურინულ მომავალთან დაკავშირებით.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, რომიდან დაბრუნების შემდეგ უძრავი ქონების აგენტს შეხვდა და ტურინში ახალი სახლის მოძებნა დაავალა. ცხადია, სანამ ყველაფერი დადასტურდება, მანამდე ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ ეს მიანიშნებს, რომ ალეგრი „იუვენტუსში“ მუშაობას გააგრძელებს.

ყოველივე ამის მიუხედავად გუშინ პაველ ნედვედმა იდუმალებით მოცული კომენტარი გააკეთა ალეგრის მომავალზე. თავის მხრივ, იტალიელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ „იუვეში“ დარჩება და ამის შესახებ გუშინდელი მატჩის შემდეგაც ისაუბრა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …