ფლორენციის „ფიორენტინას“ ახალი პრეზიდენტი როკო კომისო, რომელიც სხვათა შორის „იუვენტუსის“გულშემატკივარია, აღნიშნავს, რომ ფედერიკო კიეზას გაყიდვას არ აპირებს.
გარდა ამისა, კომისოს აზრით, თუ იტალიაში „იუვენტუსი“ ყოველწელს ჩემპიონი გახდება, ეს სიკეთეს არავის მოუტანს და მათ შორის ტურინელბსაც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებენ თუ შიდა ჩემპიონატში კონკურენცია არ იქნება.
„კიეზა „იუვენტუსში“? ფედერიკო „ფიორენტინას“ ფეხბურთელია და აქ დარჩება. ჩვენ მასთან პრობლემები არ გვაქვს.
რამდენიმე წლის წინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ის ფაქტი, რომ იტალიაში ყოველთვის „იუვენტუსი“ იმარჯვებს, კარგი არაა. მან ასევე უნდა გაიმარჯვოს იტალიის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, სახლში ხელცარიელი ბუნდება. იტალიურ ფეხბურთს კონკურენცია და ბალანსი სჭირდება, ამის გარეშე „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ვერასდროს მოიგებს“, – აღნიშნა კომისომ.