ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი პაოლო მონტერო Tuttojuve-ს ესაუბრა. ვეტერანი ურუგვაელი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და მათ შორის, მატეის დე ლიხტის ტრანსფერიც შეაფასა.
„იუვენტუსი“ – „ინტერის“ მატჩზე, დე ლიხტზე
ეს იქნება განსაკუთრებული თამაში, ვხედავთ, რომ კონტე „ინტერშია“. ანტონიო მნიშვნელოვანი მწვრთნელია, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო „იუვესა“ და „ჩელსიში“, მან ხელმძღვანელობას მკაფიო მესიჯები გაუგზავნა და უნდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შედეგს დადებენ.
დე ლიხტს ყველაფერი აქვს, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდეს. ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ვეტერანივით თამაშობს. ვინ უნდა ითამაშოს მასთა წყვილში? რთული იქნება ისეთი კაპიტნის თამაშგარეში დატოვება, როგორიც კიელინია.
ბენტანკურზე
არგენტინული ფეხბურთი ძალიან კონკურენტუნარიანია. 18 წლის ასაკში უკვე „ბოკას“ რიგებში თამაშობდა და ეს ცოტას არ ნიშნავს. ყველანაირი თვისება აქვს, თანამედროვე ნახევარმცველია. ძალიან ჰგავს კაკას. ახლა ყველაფერი მის ხელთაა და შეუძლია ვარსკვლავი გახდეს.
იგუაინზე
მას კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს. მას ძალიან გრძელი წელიწადი ჰქონდა და მნიშვნელოვანია, რომ ახალი მიზნები დაისახოს.