ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „ლიონთან“ (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. უელსელი ფეხბურთელის განცხადებით, ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა. ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ერთიანია. ეს მხოოდ პირველი ტაიმი იყო, ახლა მძიმე სამუშაო გველოდება. ფოკუსირება მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ და იმაზე უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე დღეს. ეს უნდა ვიწყოთ კვირას, „ინტერთან“ მატჩით. „ლიონთან“ საპასუხო შეხვედრაში სასურველ შედეგს კი ჩვენი გულშემატკივრის თვალწინ უნდა მივაღწიოთ“, – თქვა რემზიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ საპასუხო მატჩი ტურინში 17 მარტს გაიმართება.