ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონთან“ 0:1 წააგო და თავი გამოუვალ არა, მაგრამ რთულ ვითარებაში ჩაიგდო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით, რომელიც ძალიან დაბალია, რადგან გუნდმა სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა.
შჩესნი 6 – როგორც ხშირად ხდება, გოლში ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.
დანილო 5.5 – მეორე ნახევარში ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ შეცდომებიც ჰქონდა.
დე ლიხტი 6 – „იუვე“ მის გარეშე თოჯინად იქცა. ტუასარის გოლი მაშინ გავიდა, როდესაც ჰოლანდიელი მოედანზე არ იყო და ეს შემთხვევით არ მომხდარა, მატიასი ტურინელთა რიგებში ყველაზე კარგი იყო.
ბონუჩი 4.5 – მუდმივად სირთულეებში იყო. ეკამბის მომენტში დაიძინა და გოლის დროსაც შეცდომა დაუშვა.
ალექს სანდრო 4.5 – „იუვეს“ პირველი დარტყმა მას ეკუთვნის, თუმცა ძალიან არაზუსტი. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.
კუადრადო 5 – ფაზის და დროის მიღმა. კორნემ უბრალოდ მოედნიდან გააქრო.
იგუაინი 5.5 – 85-ე წუთზე დიდებული მომენტი ჰქონდა, მაგრამ გაანიავა.
ბენტანკური 5.5 – ოუარმა გოლის მომენტში ისიც მოატყუა, პირველი ტაიმი ცუდი ჰქონდა, მაგრამ პიანიჩის მოედნიდან გასვლის შემდეგ „იუვეს“ სული ურუგვაელი იყო.
პიანიჩი 4.5 – მასთან ერთად „იუვე“ მოედანზე ერთი კაცით ნაკლები გახლდათ.
რემზი 6 – შევიდა და „იუვეს“ სათამაშო ტემპი გაიზარდა.
რაბიო 4.5 – შეცდა ყველგან და ყველაფერში, სადაც შეცდომის დაშვება შეიძლებოდა.
ბერნარდესკი შ.გ – ცოტა ხანი ითამაშა, მაგრამ ვერაფერი შეცვალა.
დიბალა 5.5 – პირველ ტაიმში თითქმის არ ჩანდა, მეორე ტაიმში თამაშში შევიდა, მაგრამ ბოლო ნაბიჯში მუდმივად ცდებოდა.
რონალდუ 5.5 – პირველ ტაიმში ერთადერთი იყო, რომელიც რაღაცას ცდილობდა, მეორე ტაიმში თეთრი დროშები მის წინაშეც აღიმართნენ.