მთავარი / სიახლეები / სერია A / რემზი: “დატვირთული კვირა საუკეთესოდ დავიწყეთ”

რემზი: “დატვირთული კვირა საუკეთესოდ დავიწყეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ „სპალთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და კმაყოფილი დარჩა, როგორც პირადი, ისე გუნდური ასპარეზობით.

„ეს გამარჯვება შესანიშნავი გზაა დატვირთული კვირის დასაწყებად. აქ ჩამოსვლ და თამაში ყოველთვის რთულია, სწორედ ამიტომ შედეგით კმაყოფილები ვართ. ჩემი იდეალური პოზიცია „მეძალაა“, პოზიცია, სადაც წლების განმავლობაში ვთამაშობ და სადაც თავს საუკეთესოდ გამოვხატავ. დღეს გოლის გატანაც მოვახერხე.

„ლიონის“ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი მატჩები არ არსებობს, მაგრამ გვჯერა საკუთარი თავის და მზად ვართ საუკეთესო თამაშისთვის“, – განაცხადა რემზიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 60 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი ჩემპიონთა ლიგაზე 26 თებერვალს, „ლიონთან“ სტუმრად ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …