მთავარი / სიახლეები / სერია A / სარი: “მიზანი სკუდეტოა, ჩემპიონთა ლიგა – ოცნება”

სარი: “მიზანი სკუდეტოა, ჩემპიონთა ლიგა – ოცნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სპალთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდის მიზანი იტალიის ჩემპიონობაა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ჯერჯერობით – ოცნება.

„ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, როგორც „ბრეშასთან“, დღეს თამაში უფრო ადრე უნდა დაგვეხურა, მაგრამ ვერ შევძელით და შევინარჩუნეთ მოცემული ანგარიში. გუნდი ვითარდება.

პენალტი ჩვენს კარში? ძალიან ბევრი გოლი გავუშვით პენალტებით და ეს უცნაურია. დღეს დაგვინიშნეს VAR-ით, რომელიც არ მუშაობდა. ჩემი აზრით, თუ VAR-ი არ მუშაობს, მაშინ არბიტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ამ რეგულაციას, რაც დღეს მოხდა, არ ვეთანხმები.

კიელინი? იმ წუთებში, როდესაც მან ითამაშა, გოლი არ გაგვიშვია. ჯერჯერობით ყოველ ორ-სამ დღეში სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ იმედია კვირაში ორიდან ერთი თამაშის ჩატარებას მოახერხებს. „ინტერთან“ მოედანზე? არჩევანის საკითხია, როდესაც ჯორჯო კარგად არის.

გარკვეულ მომენტებში აქტიურად ვიცავთ თავს და კარგი წნეხი გვაქვს. როდესაც ვერ ვახერხებთ მეტოქის მაღლა აწევას, დაბლა ვიწევთ და ცოტა ვიტანჯებით. ეს არის პრობლემა, რომელიც გვაქვს, იმედია აღმოვფხვრით.

ჩვენი მიზანი სკუდეტოა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ისევ რჩება ოცნებად. ევროპაში თამაში ძალიან რთულია. 10-12 გუნდი იბრძვის გამარჯვებისთვის და არამხოლოდ ძლიერი, არამედ იღბლიანიც უნდა იყო“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 60 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი ჩემპიონთა ლიგაზე 26 თებერვალს, „ლიონთან“ სტუმრად ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …