ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ „სპალთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეტევაში თამაშს მიჩვეულია, ამიტომაც უკეთ გამოიყურება.
„რონალდუზე ასისტი? ეს ის ნიმუშია, რომელსაც ვარჯიშებზე ვასრულებთ, ბურთი გადავოწდე, როდესაც დავინახე, რომ საჯარიმოში შემოდიოდა. წინ თამაშს მიჩვეული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში მწვრთნელმა დაცვაში დამაყენა და თავდაცვით ფუნქციებს მაჩვევდა. შემდეგ მითხრა, რომ ზედმეტი იარაღი ვარ, რადგან ორ პოზიციაზე შემიძლია თამაში. კმაყოფილი ვარ, რასაც ვაკეთებ.
„ლიონის“ მატჩის წინ საკუთარი თავის დიდი ნდობა გვაქვს, ვიცით, რომ რთული ეტაპია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს.
თამაში ყოველთვის მომწონს და მინდა თამაში. უნდა შევეგუოთ, რომ ყოველ სამ დღეში თამაში გვაქვს. უნდა ვიყოთ პროფესიონალები და ვიზრუნოთ საკუთარ სხეულზე.
ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, რომ დაცვაში უფრო კომპაქტურად ვითამაშოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი მატჩები ჩვენს თვისებებს აძლიერებს“, – თქვა კუადრადომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 60 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი ჩემპიონთა ლიგაზე 26 თებერვალს, „ლიონთან“ სტუმრად ჩაატარებს.