ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება.
„წლის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო გაზაფხულზე ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი ვყოფილიყავით. ჩვენ აქ ვართ და ახლა ყველაზე კარგი იწყება.
ჩვენ ზოგიერთ თამაშს კარგად ვატარებთ, ზოგიერთს ნაკლებად, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან სეზონში 55 თამაში გვაქვს. ყოველ წელს ასეთი დინამიკაა. ერთი, ორი, სამი წლით უკაბ თუ გავიხედავთ და ამ პერიოდის პრესას გადავხედავთ, ზუსტად ისეთივე სიტუაცია იქნება, როგორც ახლა. შეშფოთებული არ ვართ, ბედნიერები ვართ, რომ ყველა ფრონტზე ვიბრძვით“, – თქვა პარატიჩიმ.