მთავარი / სიახლეები / სერია A / “სპალი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“სპალი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 25-ე ტურში „სპალი“ კრიშტიანუ რონალდუსა და აარონ რემზის გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6.5 – სუპერ სეივები არ დასჭირდა, მაგრამ კარგი იყო ნებისმიერ სიტუაციაში.

დანილო 6 – მყარი შესრულება, ამ მომენტში დე შილიოზე წინაა დაალბათ კუადრადოზეც, რომელიც პარალელურად შეტევაში ძალიან ნაყოფიერია.

რუგანი 5.5 – პეტანია გაანეიტრალა, მაგრამ პენალტი აიკიდა, რამაც ანგარიშის სხვაობის შემცირება გამოიწვია.

კიელინი 6 – ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ ის დაბრუნდა და ეს საუკეთესო ინფორმაციაა სეზონის გადამწყვეტი ნაწილის წინ და არამხოლოდ, ევროპის ჩემპიონატამდე.

დე ლიხტი 6 – ორი სირთულე ჰქონდა: თამაშში ჩართვა და ყვითელი ბარათისთვის თავის არიდება. ორივე პრობლემა მარტივად გადაწყვიტა.

ალექს სანდრო 6 – ნაკლებად აქტიური, თუმცა სტრეფეცა პრობლემების გარეშე გააკონტროლა.

რემზი 6.5 – სარი ისევ ენდო და გოლი სწორედ იმ სტილში გაიტანა, როგორც „იუვეს“ სჭირდება, ისარგებლა დიბალას შექმნილი სივრცით.

რაბიო 6 – თამაშში ანგარიშის შესანარჩუნებლად ჩაერთო.

ბენტანკური 6.5 – ვიცე პიანიჩი, როლი სუფთად შეასრულა.

მატუიდი 6 – ჩვეულებრივი მატუიდი, კრიშტიანუს ზურგს უმაგრებდა, მაგრამ ანელებდა თამაშს.

ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკო ტრავმის შემდეგ 10 წუთით დაბრუნდა.

კუადრადო 6.5 – საგოლე პასი და კიდევ ბევრი სხვა. შემტევ სამეულში თავისუფლება ჰქონდა და ბევრი ფანტაზიაც შემოიტანა თავდასხმაში.

დიბალა 7 – ალბათ საუკეთესო მოედანზე. ძელმა ულამაზესი გოლის გატანაში ხელი შეუშალა. მთელ მოედანზე ირჯებოდა და ამას შესანიშნავად აკეთებდა. საგოლე პასიც დაიმსახურა.

რონალდუ 7 – ერთი გაუქმებული გოლი მილიმეტრების თამაშგარის გამო, ერთი გოლი, რითაც სერია A-ს რეკორდი გაიმეორა. ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი-ოთხის გატანა შეეძლო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …