ტურინის „იუვენტუსის“ მუზეუმი 2018 წელს 14.205 ადამიანმა მოინახულა და ეს რეკორდია. აღსანიშნავია, რმ 2017 წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა – 2017 წელს 11.237 ვიზიტორი ესტუმრა „იუვეს“ მუზეუმს.
2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 8.483-ს აღწევდა. ტურინული გრანდის პროგრესი არამარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც თვალშისაცემია და ფაქტია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით გუნდის მიმართ ინტერესი დღითდღე იზრდება.