ტურინის „იუვენტუსში“ საახალწლო შვებულება სრულდება. ოფიციალური განრიგით ფეხბურთელები ტურინში 8 იანვარს უნდა დაბრუნდნენ, რადგან 2019 წლის პირველი ვარჯიში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დანიშნული.
თუმცა, რამდენიმე ფეხბურთელი იდივიდუალურად უკვე ვარჯიშობს. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ და ბლეზ მატუიდი.
ლეონაროდ ბონუჩი კი საერთოდ კონტინასას ბაზაზე შვებულების დასრულებამდე 24 საათით ადრე გამოჩნდა. ბონუჩიმ ამასთან დაკავშირებით იხუმრა და ინსტაგრამში დაწერა:
„დღე შემეშალა?“, – გაიხუმრა ლეომ.
აქვე შეგახსენებთ, რომ „იუვე“ 2019 წელს პირველ მატჩს 12 იანვარს, იტალიის თასის მერვედფინალში „ბოლონიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.