ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მიკელანჯელო რამპულამ ფელიპე მელო გააკრიტიკა. იტალიელის განცხადებით, კიელინი მართალია, როდესაც ბრაზილიელს ავტობიოგრაფიულ წიგნში დამპალი ვაშლი უწოდა.
„წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც მოხდა მის ცხოვრებაში. პირდაპირ უნდა ეთქვა? მაგრამ თუ წიგნს ვწერ, წიგნში დავწერ, პრობლემა არაა.
ბალოტელის, როგორც მეტოქეს ვიცნობიდი და ჯერ კიდევ პრიმავერაში თამაშის დროს იყო მოედანზე ანტიპათიური. მელოს 2009-2010 წლების სეზონში შევხვდი, როდესაც ჩირო ფერარას „იუვეში“ მეკარეების მწვრთნელი ვიყავი და ძალიან კარგად არ იქცეოდა. თუმცა, არც მისი თანაგუნდელები მოიქცნენ კარგად, რადგან მისცეს საშუალება გაეკთებინა ის, რაც სურდა.
1992-2002 წლებში, როდესაც მე „იუვენტუსში“ ვთამაშობდი, მელოსნაირი ფეხბურთელს კარადაში ჩასვამდნენ და სეზონის ბოლოს გამოუშვებდნენ. კიელინიმ სიმართლე თქვა: მელო ცუდი ადამიანია.
გუნდში 5-6 მსოფლიო ჩემპიონი იყო, ზოგი ვიცე-ჩემპიონი და ვერავინ ბედავდა ფელიპე მელოს წინააღმდეგ სიტყვის თქმას“, – განაცხადა რამპულამ.