მთავარი / სიახლეები / რამპულა: “იუვეში” ჩაბი ალონსოს პოულსენი, ბარძალის კი ანდრადე ამჯობინეს’

რამპულა: “იუვეში” ჩაბი ალონსოს პოულსენი, ბარძალის კი ანდრადე ამჯობინეს’

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მიკელანჯელო რამპულამ წარსული გაიხსენა და „იუვეში“ ჩაბი ალონსოს, ხავიერ მასკერანოსა და ანდრეა ბარძალის ჩაშლილი ტრანსფერების შესახებ ისაუბრა.

„ჩაბი ალონსოს „იუვენტუსში“ უნდა ეთამაშა. მათ ემისარი გააგზავნეს ლივერპულში, როდესაც უკან დაბრუნდა, თქვა, რომ ესპანელი ცუდად ვარჯიშობდა. ამიტომაც, კლუბმა არ შეიძინა და მის ნაცვლად პოულსენი იყიდეს.

მასკერანო? დიახ, ის რეკავდა და ამბობდა, რომ ტურინში თამაში უნდოდა, მაგრამ მის საყიდლად საკმარისი ფული არ გვქონდა.

ბარძალი „იუვეში“ მანამდე უნდა მოსულიყო, 2008 წელს (2007 წელს, რადგან ანდრადე 2007 წელს იყიდეს – რედ). საბოლოოდ, მათ არ მოისურვეს ბარძალის შეძენა და უპირატესობა ჟორჟე ანდრადეს მიანიჭეს“, – გაიხსენა რამპულამ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …