პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ Tuttosport-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი კლიენტი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს და კლუბთან კონტრაქტის განახლებას არ გეგმავს.
როგორც რაიოლამ აღნიშნა, პოგბა ინგლისში ბედნიერი არაა და ყველასთვის უკეთესი იქნება თუ გუნდს უახლოეს სატრანსფერო პერიოდში დატოვებს. რაც მთავარია, რაიოალმ პოგბას „იუვეში“ დაბრუნება არ გამორიცხა:
„შესაძლოა, „იუვენტუსი“ მისი შემდეგი დანიშნულების ადგილი იყოს. რატომაც არა? სხვა საკითხებთან ერთად, ურთიერთობა კლუბთან და ყოფილ თანაგუნდელებთან შესანიშნავია. კოვიდის პერიოდში პოლს ბევრი არჩევანი არ აქვს, მთავარია სურვილი“, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ის „მანჩესტერში“ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.