ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიოს კატალონურ გამოცემა Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად „ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრას დაეთმო.
„ორივე გუნდი ცვლილებების პროცესს განიცდის, მაგრამ ორივე გუნდის შემადგენლობა სავსეა ნიჭიერი ახალგაზრდებით. „კამპ ნოუზე“ ჩემი „იუვესგან“ უფრო თამამ ფეხბურთს ველოდები შინ 0:2 წაგების შემდეგ. ერთის მხრივ ეს თამაში არაფერს წყვეტს, რადგან ორივე კვალიფიცირებულია, მეორეს მხრივ ბევრს წყვეტს, ვინ გავა პირველი ადგილით. პირადად მე იმედი მაქვს თვალწარმტაცი თამში იქნება.
„იუვე“ ეს არის გუნდი, რომელიც თავის თავს ეძებს. არ ვგულისხმობ თამაშის ხარისხს, არამედ ხასაითზე, ქარიზმაზე. ამ მომენტში პირლოსა და მისი სტაფის გარდა, გასახდელის სენატორების, კიელინიც, ბონუჩის, ბუფონის და რონალდუს როლი დიდია. კუმანის „ბარსაში“ მსგავსი სიტუაციაა, ეფექტურ გზას ეძებენ, რომ 11 ვარსკვლავი აღმოაჩინენ უსწრაფეს დროში.
სახელით, პრესტიჟით და მნიშვნელობით ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად ყოველთვის უნდა ჩაითვალონ. ცხადია, იმედი მაქვს, რომ „იუვე“ უფრო მეტად. ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება 2015 წლის ბერლინის ფინალია. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მოვახერხეთ იმის ჩვენება, რომ „იუვე“ დაბრუნდა.
უდავოდ, პიანიჩი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია დღეს „ბარსელონაში“. მე ვსაუბრობ მეგობარზე, დიდ ფეხბურთელზე და განსაკუთრებულ ადამიანზე. თუ „ბარსელონა“ მას ენდობა, არ ინანებს. არტური? მის შესახებ ცოტა რამ ვიცი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობ პიანიჩის და შემიძლია გითხრათ, რომ „ბარსელონამ“ ნამდვილი ჩემპიონი აიყვანა. მირას ფეხბურთი ისე ესმის, როგორც ევროპაში ძალიან ცოტას და ბურთს განსაკუთრებულად ეპყრობა.
თაყვანს ვცემ და ყოველთვის ვცემდი ანდრეს ინიესტას. ვერ ამიხსნია „ოქროს ბურთი“ რატომ არ მოიგო. მას ყველაფერი ჰქონდა: ნიჭი, ქარიზმა, მაისურის სიყვარული. ყველა ასპექტში საოცარი ფეხბურთელი იყო. ახალგაზრდა პედრი იმ ნიჭიერთაგანია, ვისაც შეუძლია „ბარსას“ მომავალი დაწეროს.
მორატა? ალვარო შესანიშნავი თავდამსხმელია, კლუბს იცნობს და უყვარს „იუვენტუსი“. ეს ინგრდიენტები, ფეთქებადია. გულწრფელად, სულაც არ მიკვირს მისი კარგი თამაში და შესაძლოა, მთელი სეზონის განმავლობაში მისგან მეტსაც ველი. მორატას შეუძლია გახდეს „იუვეს“ ახალი ციკლის საყრდენი.
როგორც იქნა კიდევ ერთხელ ვნახავთ იმას, რასაც თვეების განმავლობაში ველოდით, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსა“ – „იუვე“ მხოლოდ მესის და რონალდუს გამო არ არის საინტერესო. ერთი სიტყვა კრიშტიანუზე? სპორტსმენი. მესი? გენიოსი. ვის ვირჩევ? აზრი არ აქვს არჩევანის გაკეთებას ორ ჩემპიონს შორის, რომლებმაც დაწერეს და წერენ ჩვენი სპორტის ისტორიას“, – განაცხადა მარკიზიომ.