ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც „ბარსელონასთან“ შინ 0:2 წაგების შემდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ანდრეა პირლოს გუნდმა „კამპ ნოუზე“ ამოცანა შეასრულა გაიტანა სამი გოლი, მოიგო და თავად მოიპოვა ლიდერის პოზიცია.
კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესის აჯობა, პორტუგალიელის წვლილი გამარჯვებაში დიდია. მან დუბლი შეასრულა, ორივე გოლი პენალტით გაიტანა, მაგრამ პირველი მან მოიპოვა. კრიშტიანუს გოლებს შორის იყო ვესტონ მაკკენის შესანიშნავი დარტყმა. ამერიკელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.
ფაქტია, პირლოს „იუვემ“ საუკეთესო თამაში აჩვენა და გულშემატკივრებში დიდი ენთუზიაზმი გააჩინა. მართალია, „ბარსელონა“ კრიზისშია, მაგრამ პირველი მატჩის დროსაც კრიზისში იყო, როდესაც 2:0 იმარვეს.
„იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დაასრულა და „ბარსას“ ურთიერთშეხვედრებში აჯობა. შედეგად, მერვედფინალში პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს და პოტენციურად უფრო სუსტები მეტოქეები ეყოლება.
ტურინულმა გრანდმა ბარსელონაში იდეალური ფეხბურთი ითამაშა. სხვათა შორის, პირლომ ტაქტიკა შეცვალა, მისი გუნდი 3-4-1-2 სქემით თამაშობდა და ახალგაზრდა სპეციალისტის ამ ნაბიჯმა აბსოლუტურად გაამართლა. ეს სეზონის საუკეთესო „იუვე“ იყო.
„ბარსელონა“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:2)
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი; დესტი, არაუხო, ლენგლე (უმტიტი 55), ალბა (ფირპო 55); პიანიჩი, დე იონგი – ტრინკაუ (ბრეითვეითი 55), მესი, პედრი (რიკი პუჩი 55); გრიზმანი
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი – დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი; კუადრადო (ბერნარდესკი 85), მაკკენი, არტური (ბენტანკური 71), ალექს სანდრო; რემზი (რაბიო 71); მორატა, (დიბალა 85) რონალდო (კიეზა 90)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 რონალდო (13, პენ), 0:2 მაკკენი (20), 0:3 რონალდო (52, პენ)
გაფრთხილება: ალბა (27), ლენგლე (31), უმტიტი (60), ფირპო (78) – რემზი (29), მორატა (54), დანილო (69)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7 ) – 7 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)