მთავარი / სიახლეები / რაიოლა: “პოგბა “იუვენტუსში” დაბრუნების წინააღმდეგი არაა”

რაიოლა: “პოგბა “იუვენტუსში” დაბრუნების წინააღმდეგი არაა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრას მინო რაიოლა დაესწრო.მოედანზე მისი რამდენიმე კლიენტი იმყოფებოდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჯანლუიჯი დონარუმა, ბლეზ მატუიდი, მატეის დე ლიხტი.

რაიოლამ მათ გარდა კომენტარი პოლ პოგბას შესახებაც გააკეთა:

„ვნახოთ, როგორც იბრაჰიმოვიჩისთვის, ასევე პოგბასთვისაც იტალია მეორე სახლია. ის არაა „იუვენტუსში“ დაბრუნების წინააღმდეგი, მაგრამ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვისაუბრებთ. მას ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს.

ჩემთვის ემოციური იყო დე ლიხტისა და იბრაჰიმოვიჩის დუელის ყურება. ახალი ეპოქაა, ერთი იწყებს, მეორე – ასრულებს. შესანიშნავი იყო ორი ასეთი შესანიშნავი მოთამაშის ერთმანეთის წინააღმდეგ ხილვა. იბრასთვის ზღვარი ცა არის და შეიძლება კიდევ 10 წელი ითამაშოს.

მატუიდი? მატუიდი „იუვენტუსში“ რჩება, დანამდვილებით“, – თქვა რაიოლამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …