მთავარი / სიახლეები / კოლექციონერი ჯიჯი

კოლექციონერი ჯიჯი

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი არ ბერდება და ფეხბურთის თამაშს აგრძელებს. 42 წლის ჯიჯიმ მაისურების კოლექციის შეგროვებაც დაიწყო და ყოფილი თანაგუნდელების თუ კოლეგების შვილების მაისურების შეგორვებასაც მიჰყო ხელი.

ბუფონმა ამჯერად მაისური პაოლო მალდინის შვილ, დანიელ მალდინის გამოართვა და ჟურნალისტებთან იხუმრა კიდეც.

„ეს მალდინის მაისურია, პაოლოს შვილის. ვთხოვე და ძალიან გამიხარდა, რომ მივიღე, რადგან ჩემს კოლექციაში მაქვს კიეზას და მისი შვილის, ტურამის და მისი შვილის, ვეას და მისი შვილის, მალდინის და მისი შვილის მაისურები. ახლა უკვე მათ შვილიშვილებს ველოდები. როდესაც მათი შვილიშვილები ითამაშებენ, მე ისევ აქ ვიქნები, „სან სიროს“ მოედნის შუაგულში“, – თქვა ბუფონმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …