ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “იუვენტუსს” ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა ეყიდა.
“გასულ ზაფხულს “იუვენტუსს” ზლატანი უნდა ეყიდა. ის და რონალდუ ბრწყინვალე დუეტს შექმნიდნენ”, – თქვა რაიოლამ.
მინომ იმავე ინტერვიუში პოლ პოგბას “მანჩესტერიდან” წასვლა დააანონსა:
“დამალვას აზრი არ აქვს, ღიად უნდა ვილაპარაკოთ. პოგბა “მანჩესტერში” ბედნიერი არაა და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ყველასთვის კარგი იქნება თუ ის უახლოეს ბაზარზე გუნდს დატოვებს და “მანჩესტერი” გაყიდის. პოგბა და “მანჩესტერი” დასრულებულია”, – დასძინა რაიოლამ.