„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფრენცია გამართა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კრიშტიანუ რონალდუსა და მატიას დე ლიხტის შესახებაც ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, კარგი თამაშით. ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა გვინდა და ამისთვის კარგი უპირატესობა და კარგი შანსი გვაქვს.
მატიას დე ლიხტს კარგად ვიცნობ. თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილია, მიუხედავად ასაკისა. სამწუხაროა, რომ ის „იუვეშია“ და არა „ბარსაში“. კრიშტიანუ? მხოლოდ მასზე არ ვფიქრობთ, არამედ შესანიშნავ მატჩზე, რომელიც გველოდება. თავი კარგად უნდა დავიცვათ და ბურთის ფლობა უდა გვქონდეს. თუმცა, მშვენიერი იქნება მესისა და რონალდუს დაპირისპირების ნახვა, ჩემი აზრით, ისინი ბოლო 10-15 წლის საუკეთესო ფეხბურთელები არიან. სასიამოვნო არ არის იმაზე ფიქრი, თუ რომელია საუკეთესო. ორივეთი აღფრთოვანებული ვარ, რადგან წარმოუდგენელი და შესანიშნავი მატჩები გვაჩუქეს“, – თქვა კუმანმა.
კუმანს პრესონფერენციაზე ფილიპე კოუტინიოც ახლდა, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ხვალ ჩვენთვის შესანიშნავი მატჩია. ჩვენ ცვლილების პროცესში ვართ, მოთმინება გვჭირდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენს სამუშაოში მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩავდოთ“, – თქვა კოუტინიომ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ მატჩი 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.