ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის აზრით, „ბარსელონა“ კრიზისში არ არის და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯიჯი ვარჯიშობდა, კარგადაა და გამოჯანმრთელდა. ეს შეიძლება იყოს მისი საღამო, ის იმსახურებს თამაშს ასეთ მნიშვნელოვან სცენაზე, დიდიი გამოწვევაა და შესაძლოა, ითამაშოს.
ბარსელონას კრიზისის არ მჯერა, მას ჰყავს ძლიერი მოთამაშეები და ახალი მწვრთნელი, რომელიც თავის იდეებს აყალიბებს. დრო სჭირდებათ, ისევე როგორც ჩვენ „იუვეში“. ვიცით, რომ შესანიშნავი გუნდია. სამი ბურთით მოგება? უნდა გვჯეროდეს, ეს რთული თამაში იქნება, სირთულეებთან გამკლავება მოგვიწევს და ვიცით, რომ გვექნება ჩვენი შანსები და უნდა გამოვიყენოთ. სწორი იქნება ღიად თამაში. ვიცით რა შეცდომები დავუშვით პირველ თამაშში, მაგრამ ასევე დადებითი მხარეებიც. მშვიდად ვართ და დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
რემზი? შეიძლება ის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყოს ხვალინდელ მატჩში. თავს ცოტა უკეთესად გრძნობს და თამაში შეუძლია. არ მეგონა თუ ის მოედანზე ასეთი ჭკვიანი იქნებოდა, ხვალ შეიძლება ჩვენი თამაშისთვის სასარგებლოდ იყოს.
მნიშვნელოვანი იქნება აქ გამარჯვება ჩვენი ზრდისთვის, თვითშეფასებას აამაღლებს. გარდა რეიტინგისა, პირველ ადგილზე დასრულება მნიშვნელოვანია წილისყრისთვის. მთავარი კი კარგად თამაშია.
ჩვენ ვნახეთ პირველი თამაში და გავაანალიზეთ. მარცხი მომავალში გაუმჯობესებაში დახმარებას გიწევს. აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ბურთის ფლობის ფაზა, ვიყოთ ძალიან ახლოს ნახევარმცველებსა და მცველებს შორის.
არ მომწონს, როდესაც ზოგიერთი მოთამაშე 100%-ით არ იხარჯება. თუმცა, მჭიდრო გრაფკია, ეს მენტალურადაც მოქმედებს. ძალიან ძნელია ბევრი მოგზაურობა გვიწევს, კონცენტრაციას ამიტომ იკარგება, მაგრამ ხვალინდელ მატჩში ეს არ მოხდება, ასეთ მატჩებში ეს არ ხდება.
ადრიენით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგ სეზონს ატარებს, ასე ახლოს მას არ ვიცნობდი,მხოლოდ „იუვეში“ ვნახე გასულ წელს და მას სხვანაირად ახასიათებდნენ. მასთან ყოველდღე ვმუშაობ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ჯერ პოტენციალის 70%-ის ამჟღავნებს და კიდევ მეტი შეუძლია. მას შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს.
მესი და რონალდუ ბოლო 20 წლის უცხოპლანეტელები არიან, მათ ბოლო 10 წელში ყველა ოქროს ბურთი მოიგეს. მხოლოდ დიდი აპლოდისმენტები შეგვიძლია მივუძღვნათ. გაგვიმართლა, რომ რონალდუ ჩვენთან თამაშობს, მას ჯერ კიდევ შეუძლია რეკორდების დამყარება და თამაშების მოგებაში დახმარება. იმედი გვაქვს, რომ ხვალ გამარჯვებაში დაგვეხმარება. რონალდუ ნაკლებს ურტყამს კაში და მეტს იტანს? ეს ნიშნავს, რომ სწორ პოზიციას პოულობს შესაფერის მომენტში, ჩვენ მას ბურთი უნდა მივაწოდოთ, როდესაც მან გოლი უნდა გაიტანოს. ეს ჩვენთვის კარგია.
ლა ლიგაში „ბარსელონას“ გამოსვლა ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს ნორმალურია. მათ შეცვალეს მწვრთნელები, უნდა იპოვონ საუკეთესო გამოსავალი, რომ ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში დაბრუნდნენ. თუმცა, 3 დღეში ერთხელ თამაშობენ და ამიტომ, ეს რთულია. თუმცა, ეს შესანიშნავი გუნდია, ისინი მალე ლა ლიგაშიც გამოასწორებენ შედეგებს“, – განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ მატჩი 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.