მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ბარსელონა” შეცდომებს დაუშვებს და უნდა გამოვიყენოთ”

ბონუჩი: “ბარსელონა” შეცდომებს დაუშვებს და უნდა გამოვიყენოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია ზე ისაუბრა. ბონუჩი რთულ თამაშს ელდოება, მაგრამ გამარჯვების სჯერა და იმედიანადაა განწყობილი.

„ხვალ ველოდები იგივე დამოკიდებულებას, რამაც დერბი მოგვაგებინა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. იმედი მაქვს, „ტორინოსთან“ მეორე ტაიმი გახდება ახალი გზის დასაწყისი. ჩვენ დიდ გუნდს ვუპირისპირდებით, მაგრამ ეს სტიმულია. ეს რთული თამაში იქნება, გარკვეულ მომენტებში მსხვერპლზე წასვლა მოგვიწევს. გვინდა, რომ სასუველი ანგარიშით მოვიგოთ, ამაზე ოცნება არც ისე ცუდია.

ჩემპიონთა ლიგა სხვა და სხვა სტიმულს გვთავაზობს. გვაქვს შანსი დიდი გუნდის წინააღმდეგ მოვიგოთ, თვითშეფასებას გაზრდის. დარწმუნებული ვარ, ხვალ საღამოს ნამდვილ „იუვენტუსს“ ვნახავთ.

რონალდუ და მესი? ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ორი უცხოპლანეტელი იბრძვის ინდივიდუალური ჯილდოებისთვის. როგორ გავაჩეროთ მესი? დიდი გუნდური ძალისხმევით. ლეო ნამდვილი ჩემპიონია და თამაშებს მარტი იგებს. მხოლოდ დიდი დაცვითი სამუშაოთი შევძლებთ მის შეჩერებას. როგორაა რონალდუ? დარწმუნებული, მას სურს გამარჯვება და იყოს გუნდისთვის ფუნდამენტური. მისი მოსვლის შემდეგ ის ყოველთვის ყველასთვის მაგალითია.

მიუხედავად ყველაფრისა ძალიან რთული თამაში იქნება, თუმცა შეგვიძლია მეტოქეს ზიანი მივაყენოთ. “ბარსელონა” შეცდომებს აუცილებლად დაუშვებს და ჩვენი შანსები უნდა გამოიყენოთ. პირველი მატჩი? წავაგეთ, მაგრამ სამი გოლი გავიტანეთ, იმ თამაშის ბედი სანტიმეტრებმა გადაწყვიტა“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ მატჩი 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …