მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირები ჩემპიონთა ლიგაზე

“იუვენტუსის” საუკეთესო ბომბარდირები ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში „ბარსელონას“ დღეს დაუპირისპირდება. ალვარო მორატა და კრიშტიანუ რონალდუ შეტევაში ითამაშებენ და ეცდებიან „იუვეს“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლები გაიტანონ.

ამ დროისთვის მორატას 13 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსში“, რონალდუს – 12. მოქმედი ფეხბურთელებიდან საუკეთესო შედეგი პაულო დიბალას აქვს – 15. ზოგადად კი, ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ალესანდრო დელ პიეროა (44 გოლი).

ჩემპიონთა ლიგა/თასზე „იუვენტუსის“ საუკეთესო ბომბარდირების ჩამონათვალი ასეთია:

1. ალესანდრო დელ პიერო – 44 გოლი

2. დავიდ ტრეზეგე – 28 გოლი

3-4. მიშელ პლატინი – 17 გოლი

3-4. ფილიპო ინძაგი – 17 გოლი

5. პაულო დიბალა – 15 გოლი

6. ალვარო მორატა – 13 გოლი

7-9. კრიშტიანუ რონალდუ – 12 გოლი

7-9. გონსალო იგუაინი – 12 გოლი

7-9. პაველ ნედვედი – 12 გოლი

10. პაოლო როსი – 11 გოლი

11. მარიო მანჯუკიჩი – 10 გოლი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …