ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ბრეშასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებაში დაეხმარებათ.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო რწმენის დასაბრუნებლად ვერონაში წაგების შემდეგ. ეს მოვახერხეთ, კარგად ვითამაშეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ, შეტევაში სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.
კიელინის დაბრუნება? ის კაპიტანია, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც ყოველთვის გვამხნევებდა, როდესაც თამაშსაც ვერ ახერხებდა. ახლა უმნიშვნელოვანესი თამაშები გვიახლოვდება და მისი გამოცდილება ფუნდამენტური იქნება.
პირადად ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, ბევრი ვიმუშავე და კარგ კონდიციაში ვიმყოფები. იმედია განვითარებას კიდევ გავაგრძელებ.
ახლა „სპალთან“ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და შემდეგ უკვე ვიფიქრბეთ „ლიონთან“ მატჩზე, რომელიც ძლიერი გუნდის წინააღმდეგ რთული იქნება“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბრეშა“ პაულო დიბალასა და ხუან კუადრადოს გოლებით 2:0 დაამარცხა და 57 ქულა დააგროვა.