მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურიციო სარის კომენტარი “ბრეშასთან” მატჩის შემდეგ

მაურიციო სარის კომენტარი “ბრეშასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბრეშასთან“ (2:00 გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტმა ცალკეულ ფეხბურთელებზე გააკეთა კომენტარი.

„თამაში კარგად დავიწყეთ და ტაიმის ბოლოს ანგარიში გავხსენით. მეტოქის 10 კაცთან ბურთს კარგად ვათამაშებდით. დიბალს შეტევაში სრული თავისუფლება ჰქონდა, ხოლო კუადრადო კარგად იყო ადაპტირებული.

კიელინი? გუშინ მითხრა, რომ სურდა ბოლო 15 წუთის თამაში და როდესაც ვუთხარი რომ გახურებულიყო, უკვე მზად იყო. თვეების განმავლობაში დიდი მსხვერპლი გაიღო და ახლა უკვე თავს უკეთ გრძობს.

დღევანდელი შემადგენლობა? ჩვენ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ყველა ატიპიური სტილის მოთამაშეები არიან, განსაკუთრებული როლის სპეციფიკის გარეშე და შესაბამისად, ხვადასხვა სქემით თამაში შეგვიძლია. კრიშტიანუს დასვენების უფლება ჰქონდა და სწორად დაისვენა, ამიტომ დღეს ასეთი ტაქტიკური სქემა შევარჩიეთ.

პიანიჩი? საზარდულის დაზიანება აქვს, თუმცა ამ პრობლემაზე წინასწარ საუბარი რთულია, უნდა დაველოდოთ სამედიცინო გამოკვლევას.

რემზი? ის თავს უფრო კარგად ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობს, ვიდრე გამთამაშებლად და ბოლო სამ თამაშში ვხედავ პროგრესს, უფრო ჩართული იყო მოძრაობებში და თავდაცვით ფაზაში. ისტორიულად ბრიტანელ ფეხბურთელებს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ, მაგრამ მეჩვენება, რომ რთული ეტაპი გადალახა და შეუძლია მაღალ დონეს მიაღწიოს“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ბრეშა“ პაულო დიბალასა და ხუან კუადრადოს გოლებით 2:0 დაამარცხა და 57 ქულა დააგროვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …