ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ბრეშა“ პაულო დიბალასა და ხუან კუადრადოს გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – როდესაც მისი ჩართვა თამაშში საჭირო იყო, ყოველთვის დამაჯერებლად ითამაშა.
დანილო 6 – თავისი პოზიცია კარგად დაიცვა;. შეტევაში არ აქტიურობდა.
რუგანი 6.5 – ბალოტელი გაანეიტრალა.
ბონუჩი 6 – თავიდანვე გაფრთხილება მიიღო და კონტრშეტევა ასე ჩაშალა. ამის გამო მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო „სპალთან“ გამოტოვებს.
კიელინი შ.გ – კაპიტანი 5.5 თვის შემდეგ დაბრუნდა.
ალექს სანდრო 6.5 – დაცვაში კარგი იყო და შეტევებშიც მონაწილეობდა.
რემზი 6 – ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ გამოსწორებას ცდილობდა. სწორედ მის წინააღმდეგ დაჯარიმდა აიე და გააძევეს, დიბალამ კი ეს ჯარიმა გოლად აქცია.
პიანიჩი შ.გ – შევიდა და მალევე ტრავმის გამო შეცვალეს.
მატუიდი 6.5 – თამაშში კარგად ჩაერთო და კუადრადოს ქუსლით საგოლე პასი გაუკეთა.
ბენტანკური 6 – მოულოდნელი შეცდომა დაუშვა საკუთარ საჯარიმოსთან, რაც შეიძლებოდა გუნდს ძვირად დაჯდომოდა. მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და ორჯერ გოლთან ახლოს იყო, ერთხელ ბურთი ძელს მოარტყა.
რაბიო 6 – ბენტანკურს ეხმარებოდა ცენტრში და დაცვით ფაზაშიც ჩადიოდა.
კუადრადო 7 – „ბრეშას“ დაცვისთვის პირველ ტაიმში ყველაზე მეტად სახიფათო იყო, შესვენების შემდეგ კი გოლით დაჯილდოვდა.
იგუაინი 5.5 – სუფთა ცენტრაფორვარდად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი, ბევრი შანსი გაანიავა.
დიბალა 6.5 – პირველ ტაიმში ბურთს ხშირად კარგავდა, მაგრამ შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა. ბოლოს დუბლის შესრულებაში ხელი ხარიხამ შეუშალა.