ტურინის „იუვენტუსმა“ „ბრეშასთან“ მატჩში ერთ-ერთი გულშემატკივარი დაასაჩუქრა. სილვიოს 100 წელი შეუსრულდა და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით კლუბმა სპეციალური მაისური გადასცა.
მაისურს 100 ნომერი დასახელი სილვიო ამშვენებდა, რითაც სტაჟიანი ქომაგისადმი პატივისცემა გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ბრეშა“ პაულო დიბალასა და ხუან კუადრადოს გოლებით 2:0 დაამარცხა.