ლივერპულის „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „იუვენტუსის“ შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სარისთვის უფრო მეტის მოთხოვნა რთულია.
„ბედნიერი ვარ, რომ სკუდეტოსთვის დაძაბული ბრძოლაა და საინტერესო სეზონია. არ ვფიქრობ, რომ ეს „იუვენტუსის“ ბრალია, უბრალოდ „ინტერმა“ დიდი ინვესტიცია მოახდინა, „ლაციოც“ ძალიან კარგად კარგად თამაშობს.
სარის თავის საქმეს კარგად ასრულებს, პირველია ჩემპიონატში, ახლა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს დაიწყებს, სადაც ფავორიტის დასახელება რთულია. მიმაჩნია, რომ სარისგან მეტის მოთხოვნა რთულია.
„იუვე“ რონალდუს გარეშე უკეთ თამაშობს? ჩვენ ვსაუბრობთ ფენომენზე, რომელიც ყოველ თამაშში გოლს იტანს. ხელმძღვანელობისთვის და მწვრთნელისთვის რონალდუ ფუნდამენტური მოთამაშეა. როდესაც მასთან ერთად იწყებს თამაშს, თავიდანვე 1:0-ს იგებ“, – თქვა ანჩელოტიმ.