მთავარი / სიახლეები / სერია A / “ცხელი ზაფხული გველოდება” – დელ პიერომ “იუვეში” გვარდიოლას დანიშვნაზე ისაუბრა

“ცხელი ზაფხული გველოდება” – დელ პიერომ “იუვეში” გვარდიოლას დანიშვნაზე ისაუბრა

იტალიური ფეხბურთისა და „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ „იუვეში“ პეპ გვარდიოლას შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა. გარდა ამისა, კომენტარი სერია A-ში შექმნილ ძალზე დაძაბულ საჩემპიონო ვითარებაზეც გააკეთა.

„გვარდიოლა „იუვეში“? დიახ, კარგი არჩევანი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ გვარდიოლა ყველა კლუბისთვის შესაფერისია, იმისთვის, რაც წარსულში გააკეთა და რასაც ახლა აკეთებს. ესპანეთში, გერმანიაში და ინგლისში მოიგო ტიტულები, მხოლოდ იტალია და საფრანგეთი აკლია. ნამდვილად საინტერესო იქნებოდა სერია A-ში მისი ხილვა, ცხელი ზაფხული გველოდება.

სკუდეტო? როგორც იქნა, ბრძოლაა. დეკემბერში, მაქსიმუმ იანვარში „იუვეს“ მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული მეორე ადგილოსანთან. ეს ძალიან პოზიტიური ინფორმაცია, იტალიაში კმაყოფილები ვართ ამ ბრძოლით“, – თქვა დელ პიერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …