ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და „რომას“ სტუმრად ვერ მოუგო. ანდრეა პირლოს გუნდი წაგებასთანაც ახლოს იყო, რადგან „ჯალოროსი“ გაცილებით კარგად თამაშობდა და მეტად აქტიურობდა.
„იუვემ“ ცუდად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელმა თამაში ცალსახად ჩააგდო. მაგალითად ადრიენ რაბიომ, რომელმაც ჯერ პენალტი აიკიდა, მერე გააძევეს და ისედაც, არ გამოიყურებოდა კარგად.
31-ე წუთზე ჯორდან ვერეტუმ პენალტით გახსნა ანგარიში, რასაც ასევე პენალტით კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. თუმცა, „რომამ“ ტაიმი მაინც მოიგო, რადგან საოცარი კონტრშეტევა ვერეტუს გოლით დასრულდა – 2:1.
„იუვენტუსი“ მეორე ტაიმში კიდევ უფრო ცუდად თამაშობდა, რასაც რიცხობრივი უმცირესობაც დაემატა. რომაელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გამოყენება ვერ შეძლეს. 69-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა და სეზონში პირველი დუბლი შეასრულა.
„იუვენტუსს“ 4 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 4 ოქტომბერს, ტურინში „ნაპოლისთან“ გამართავს.
„რომა“ – „იუვენტუსი“ 2:2 (2:1)
რომი, „სტადიო ოლიმპიკო“
„რომა“ (3-4-2-1): მირანტე; მანჩინი, იბანიესი, კუმბულა; სანტონი (ბრუნო პერესი 68), ვერეტუ, პელეგრინი (დიავარა 71), სპინაცოლა; პედრო, მხითარიანი; ჯეკო
მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა
„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი; კულუსევსკი (ფრაბოტა 85), რაბიო, მაკკენი (არტური 58), კუადრადო; რემზი (ბენტანკური 68); მორატა (დუგლას კოშტა 58), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 1:0 ვერეტუ (31, პენ), 1:1 რონალდუ (44, პენ), 2:1 ვერეტუ (45), 2:2 რონალდუ (69)
გაფრთხილება: კუმბულა (36), პელეგრინი (54) – რაბიო (30, 62), ფრაბოტა (86)
გაძევება: რაბიო (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 7 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 0:4
მსაჯი: მარკო დი ბელო