მთავარი / სიახლეები / “ჩემი ფეხბურთი” – ანდრეა პირლოს საგამოცდო თეზისი

“ჩემი ფეხბურთი” – ანდრეა პირლოს საგამოცდო თეზისი

ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად 8 აგვისტოს დაინიშნა. იმ დროისთვის მას უეფას PRO ლიცენზია არ ჰქონდა, თუმცა თვენახევარში გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ახლა სამწრვთნელო ლიცენზიას ფლობს.

გთავაზობთ ანდრეა პირლოს საგამოცდო თეზისს, რომელმაც მას უეფას PRO ლიცენზია მოუტანა.

შესავალი

 

ჩემი ფეხბურთის იდეა ემყარება მიზანმიმართული, ბურთის ფლობისა და შემტევი ფეხბურთის სურვილს. მსურს ფეხბურთის თამაში საერთო და გუნდური, 11 აქტიური მოთამაშით, შეტევასა და დაცვაში. სივრცეების მანიპულირებით, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვთქვათ: თამაში ორივე ფაზაში. „თამაში“ უნდა იყოს ჩემი გუნდის ლაიტმოტივი. „თამაშის“ მნიშვნელობა შედგება, პრინციპების, პოზიციებისა და ემოციებისგან თავად ფეხბურთელებს შორის. თამაში, რომელიც დაფუძნებულია გუნდზე, მაგრამ შესაძლებელი იქნება მისი გაძლიერება ინდივიდუალურად. ჩემი ფეხბურთის იდეის ორი ძირითადი პრინციპი ბურთთან არის დაკავშირებული: გვსურს გვქონდეს ბურთი და შევინარჩუნოთ, რაც შეიძლება დიდხანს, მანამ, სანამ არ შევუტევთ და უნდა გვქონდეს დიდი სურვილი მისი დაბრუნების მას შემდეგ, რაც ბურთს დავკარგავთ. თანამედროვე ფეხბურთში თამაშის ფორმა თავისი ფუნქციებით იცვლება. ფაზები (შეტევითი და თავდაცვითი) და ემოციური მომენტები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება თამაშში. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ტექნიკურ და დინამიკურ მოთამაშეებს, რომლებსაც მნიშვნელობა ექნებათ ერთი-ერთზე თამაშის დროს, განსაკუთრებით ფლანგის ფეხბურთელების შემთხვევაში.

ჩემი ფეხბურთი – ანდრეა პირლო

 

იდეალური კონტექსტის განსაზღვრა და შექმნა (ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკურ-სპორტული და ემოციური), რომ ჩვენმა მოთამაშეებმა გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები – ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ასევე მინდა აღვნიშნო გუნდები, რომელთაც შთამაგონეს ფეხბურთის შესახებ ჩემი იდეის ჩამოყალიბება. გუნდები, სადაც ვთამაშობდი და გუნდები, რომელთა წინააღმდეგ ვთამაშობდი. კრუიფის და შემდეგ გვარდიოლას „ბარსელონა“, ვან გაალის „აიაქსი“, ანჩელოტის „მილანი“ და კონტეს „იუვენტუსი“.

 

ფეხბურთელები

 

როგორც შემდეგ ვნახავთ, თანამედროვე ფეხბურთში როლის მნიშვნელობა იცვლება.  აღარ არის ფიქსირებული პოზიცია, რომელსაც მოთამაშის თვისებები განსაზღვრავს, მაგრამ უფრო და უფრო განსხვავებულია ფუნქციები და შესაბამისად, ამოცანები, რომლებსაც ასრულებს მოთამაშე. ამიტომ, მოთამაშეთა მახასიათებლები გაუმჯობესებულია დავალებების შესრულებით, რომელსაც თავად ასრულებენ.

მეკარე

 

მეკარის კლასიკური თვისებების გარდა, რაც კარის დაცვას გულისხმობს, თანამედროვე მეკარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი საჯარიმოს დაცვის თვისება და მიიღოს მონაწილეობა ბურთის ფლობაში. მაღალი და აგრესიული  დაცვის დროს მეკარის როლი ბურთის ფლობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ბურთის ფლობაში მეკარე არის ყველაზე ეფექტური შეტევის დამწყები, შეუძლია აირჩიოს ყველაზე ეფექტური გამოსავალი ბურთის განაწილების დროს და პასის ფილტრაცია.

ცენტრალური მცველები

 

მეკარესთან ერთად ცენტრალური მცველის როლი არის ის, რაც თანამედროვე ფეხბურთშია და რომელიც ბოლო 30 წელში შეიცვალა, როგორც დაცვით ფაზაში თამაშის დროს, ასევე შეტევით ფაზაში. მცველს შეუძლია წაიკითხოს სივრცეები და სიტუაციები. ახლა მცველს უნდა შეეძლოს ამ ორი უნარის შეთავსება სივრცეების დასაფარად, თუ გვინდა, რომ გვყავდეს შემტევი გუნდი, რომელიც ბევრი ფეხბურთელით უტევს. ბურთის ფლობის დროს მცველები გუნდის პირველი ‘რეჯისტები’ არიან.

ფლანგის მცველები

 

ეს ძალიან მოქნილი როლია, აქ არიან მცველები, რომლებსაც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული თვისებები აქვთ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთის სისტემები იძლევა იმის საშუალებას, რომ შეძლონ და გამოიყენონ ისინი სხვადასხვა ფუნქციების მინიჭებით. ფლანგის მცველებიდან, ვინც თავს საუკეთესოდ იცავს, შეიძლება ხშირად მესამე ცენტრალური მცველი გახდეს, ტექნიკურად და ტაქტიკურად კარგი ფლანგის მცველის გამოყენება შეიძლება ბურთის გათამაშების დროს დამატებით ნახევარმცველად. რა თქმა უნდა, მათი მნიშვნელობა მკვეთრად იზრდება მანევრირების დაწყების დროს, ზოგჯერ შეგვიძლია მათ ფლანგის ‘რეჯისტები’ დავარქვათ.

ცენტრალური ნახევარმცველები

 

ბოლო 20 წლის ფეხბურთმა, ანჩელოტის „მილანიდან“, გვარდიოლას „ბარსელონადან“ და ზიდანის „რეალამდე“, აჩვენა, რომ არ შეიძლება ტექნიკური ნახევარმცველების გარეშე თამაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველები (90-იანი წლები) დომინირებდნენ, თავი იჩინა ტექნიკური მოთამაშეების ეფექტურობამ, მათ შორისაა თამაშის შესანიშნავი ხედვა. ცხადია, ამ თვისებებს კარგი დოზით უნდა დაემატოს მობილობა და უნივერსალური თვისებები ფუნქციების შესასრულებლად და უპირველეს ყოვლისა, მენტალური მზადყოფნა თავდაცვითი ფუნქციების შესასრულებლად, ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მისი დაბრუნების დაუყოვნებლივი სურვილი უნდა გაჩნდეს.

ფლანგის ნახევარმცველები

 

ფლანგის მცველების მსგავსად, ფლანგის ნახევარმცველების როლიც უფრო მოქნილია. ძლიერი უნდა იყოს ერთი-ერთზე თამაშის დროს (მაღალი დონის ფეხბურთის მთავარი თვისება). ამ შემთხვევაშიც დაკარგული ბურთისთვის აგრესიული ბრძოლა დაუყოვნებლივ დაბრუნება წარმოადგენს ფუნდამენტურ მახასიათებელს, როგორც ყველა ფეხბურთელისთვის მეტოქის ნახევარზე.

თავდამსხმელები

 

თავდამსხმელები ხშირად ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის არიან, საკუთარი განსაკუთრებული თვისებებით. ნიჭი და თვისებები , რომელიც გუნდის შიგნით არის შერწყმული, რომელსაც შეუძლია ინდინვიდუალურად საუკეთესო ელემენტების გამოყოფა. ჩემი თამაშის მოდელში სიღრმისეული შეტევა (თუნდაც მოკლე) ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და ზუსტად ეს არის თავდამსხმელი, რომელიც მას გაუმკლავდება (თუმცა, სივრცეში ნახევარმცველის შეტევა ან ფლანგის ფეხბურთელების, შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს მეტოქისთვის). შემტევ ფეხბურთში ბევრი შემტევი ფეხბურთელით (მათ შორის შემტევი ნახევარმცველები და გარემარბები) ასევე აუცილებელია, რომ თავდამსხმელს შეეძლოს თანაგუნდელებთან კომუნიკაცია ტექნიკით და ინტელექტით, რათა ხელი შეუწყოს მასში შერწყმას.

 

  • შეტევითი ფაზა

  • შეტევის კონსტრუქცია

 

ვფიქრობთ, რომ ბურთის სუფთად მოძრაობა აუცუილებელია კარგი შეტევის დასაწყებად. ამიტომ, შევეცდებით თამაში ყოველთვის ავაშენოთ უკნიდან მეტოქეზე ზეწოლის საფუძველზე მშენებლობის ფაზის ორგანიზებით. გვჯერა, რომ ჩვენი მოთამაშისთვის ბურთით მოქმედების სამი ფუნდამენტური ვარიანტია:

 

– ტარება

– ფილტრაცია

– ბურთის ფლობის გაზრდა

 

განსაკუთრებული ყურადღებით ვეცდებით დავძლიოთ მეტოქის პრესინგი და ამის გასაკეთებლად რაც შეიძლება ‘ღია ბურთით’ უნდა ვითამაშოთ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეკარის გამოყენება, განსაკუთრებით იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ძალიან მაღლა აპრესინგებენ.

თანამედროვე მეკარემ, როგორც უკვე აღვნიშნე, მაღალ დონეზე (არა მხოლოდ), გაბედულად უნდა ითამაშოს საჯარიმო მოედანში. მას უნდა შეეძლოს იპოვოს ‘გასაღების პასი’ და გამოიწვიოს პრესინგით მოთამაშე მეტოქის ზეწოლისგან თავის დაღწევის გზა.

ვცდილობთ თამაშის შიდა აშენებას რამდენიმე მიზეზით:

– გართულდეს მოწინააღმდეგისთვის პრესინგი

– გამოვიტანოთ ბურთი, რომელიც იქნება უფრო სუფთა და უფრო რთულად წასაკითხი მოწინააღმდეგის მოთამაშეებისთვის

ჩემი შეტევის დაწყების იდეა არის კომპაქტურად ასვლა და დაძლევა ერთჯერადი ზეწოლის ხაზების. ეს პრინციპი საშუალებას გვაძლევს არ დავკარგოთ სტრუქტურა და ამრიგად, უფრო მზად ვიყოთ თავდაცვითი გარდამავალი ეტაპისთვის, მას შედეგ, რაც ბურთი დაიკარგება, მისი დაუყოვნებლივი დაბრუნებისთვის.

გვინდა კარგად შეტევა და კარგად დაცვა. თავდასხმის დროს ვცდილობთ ბევრი ფეხბურთელი გამოვიყენოთ ბურთის ზონაში, ამ გზით შეგვიძლია ხელახალი შეტევა დავიწყოთ და შევაფერხოთ მოწინააღმდეგის გადასვლა კონტრშეტევაზე, რათა შევძლოთ თავდაცვითი ფაზისთვის გადაწყობა.

როტაციით და გაცვლის გზით გვსურს ბურთის ფლობა დინამიური იყოს, მოახერხოს მეტოქის დეზორგანიზაცია, რის გამოც მეტოქეები დაკარგავენ თავიანთ პოზიციებს. ჩვენი შეტევის განვითარება ორი სიჩქარით მოხდება: უკან იქნება მომზადება და ლოდინი, ხოლო წინ იქნება სწრაფი და მიმართული კარისკენ, საკვანძო გადაცემის შემდეგ, რომელიც მოთამაშეს სივრცეებს გაუთავისუფლებს.

თუმცა, ცხადია, ჩვენი მეტოქეებიც განსაზღვრავენ ჩვენი შეტევის დაწყების დროს თავიანთ არჩევანს: რაც უფრო მეტ ზეწოლას და მეტ ფეხბურთელს გადმოვიყვანთ ჩვენს ნახევარზე, იმ მიზნით, რომ წაგვართვან ბურთი, მითუფრო მეტ ცარიელ ადგილს ვნახავთ მათზე თავდასხმისთვის.

კონცეფციიდან გამომდინარე, ბურთი ყოველთვის უფრო სწრაფია, ვიდრე ადამიანი, გვინდა ჩვენი უპირატესობა ავაშენოთ უწყვეტი და დინამიური მოძრაობით (დაჩქარების გარეშე, მაგრამ პაუზების გარეშეც), რაც მიზნად ისახავს სივრცის შექმნას ჩვენი შეტევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენმა მოთამაშეებმა არა მხოლოდ შეასრულონ, არამედ შეძლონ გაცნობიერება, რათა ისარგებლონ მოწინააღმდეგისგან ბოძებული ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტით.

კონსტრუქციის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვე-პრინციპები და ზოგადად, ჩვენს საკუთრებაში არსებული მარაგია:

1) ვისაც, ბურთი იქნება, მის გარშემო დრიბლინგის რომბის შექმნა.

უკან, გვერდითი ლატერალები და წინ (ეს უკანასკნელი შესაძლოა პრესინგის ხაზის უკან იყოს). როლის მიუხედავად, ბურთთან ახლოს მყოფმა მოთამაშეებმა უწყვეტად უნდა ამოძრაონ რომბი ბურთის გარშემო. თუ რომბის მოთამაშე მჭიდროდ აყვანილია, მას შეუძლია ადგილის დატოვება და მის ადგილს სხვა თანაგუნდელი დაიკავებს.

2) კრეატივი და თავისუფალი ადგილების ოკუპირება: პრესინგის ხაზის უკან თავისუფალი მოთამაშეები ელოდებიან ბურთს, განუწყვეტლივ იკავებენ პოზიციას (თანაბარი მანძილი მეტოქეებისგან).

და, პიქირით – აღნიშნული მოთამაშეები მოძრაობენ და ქმნიან სივრცეს, თანაგუნდელს შეუძლია დაიკავოს ეს თავისუფალი სივრცე და სწრაფად შეიჭრას შიგნით. თუ ის აყვანილია, მაშინ ხელახლა დაიწყებს სივრცეების შექმნის პროცესს.

3) საჭიროა თამაშის წაკითხვა: თუ ბურთის მატარებელი მოთამაშე თავისუფალია ღია ბურთით, თანაგუნდელები შორდებიან / იშლებიან სიღრმეში / შეტევას ახდენენ სიღრმეში. თუ მეორეს მხრივ, ბურთის მატარებელი მოთამაშე ზეწოლის ქვეშ იმყოფება და/ან უჭირს, თანაგუნდელები უახლოვდებიან მას დასახმარებლად და ბურთის ფლობის გასამყარებლად.

4) ჩვენს ფეხბურთში (პოზიციის თამაშში) ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ პოზიციებია. პატივი უნდა ვცეთ ჩვენი სათამაშო სტრუქტურის პოზიციებს, ველოდებით ბურთის მოსვლას და არა პირიქით.

სხვა მნიშვნელოვანი ქვეპრინციპები:

 

A) თუ სივრცე მას აქვს, ბურთს ატარებს მანამ, სანამ მეტოქე არ გამოვა ზონიდან (ამ შემთხვევაში ჩვენი უპირატესობა იქმნება 1-2-ზე).

B) თუ თავისუფალია, თანაგუნდელები მოწინააღმდეგის ხაზს მიღმა უნდა ეხმარებოდნენ (თუმცა, არა ყოველთვის იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, გვაქვს თუ არა პოზიციური უპირატესობა ან ხარისხობრივი).

C) ბურთის მოძრაობა ზემოთ და ქვემოთ

D) ბურთის მოძრაობა შიგნით და გარეთ

E) მარჯვნივ თამაში და მარცხნივ გადასვლა

F) თამაში იმი თანაგუნდელისთვის, ვისაც ხედავ, რომ თავისუფალია.

G) თამაში და მოძრაობა

H) ძირითადად, ბურთის მიწაზე მოძრაობით თამაში

I) ყოველთვის და უწყვეტად დგომა ღია ზონაში

M) დიაგონალური პასების ძებნა

N) მესამე თანაგუნდელის ძებნა

 

“მესამე ადამიანისგან თავის დაცვა შეუძლებელია” (ჩავის სიტყვები)

 

  • განვითარება

შეტევის ფაზაში ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული მოდული, მაგრამ მოთამაშეთა პოზიციონირება და მოძრაობები მინდორზე მოითხოვს ჩვენი პრინციპების მიყოლას.

 

“თანამედროვე ფეხბურთის მთავარი როლი არ არის პოზიცია, არამედ ფუნქცია”. (ა. გალიარდის სიტყვები)

 

განსაკუთრებული სამი ფუნდამენტური მაკრო პრინციპი შეტევაში მეტოქის დაცვის წინააღმდეგ:

 

  1. მასობრივი და დუბლირებული – განივი

  2. სივრცეების უწყვეტი ძიება

  3. ხშირი თავდასხმა სიღრმეში

 

ეს მაკრო პრინციპები შეიძლება ჩაითვალოს შინაარსად, რომელიც ყოველთვის უკეთესი უნდა იყოს. ისინი არიან ასევე ზონის ნაწილი, რომელიც ყოველთვის უნდა შეიცვალოს და უკეთესიც იქნება ფეხბურთელების მხრიდან უწყვეტი როტაცია. მიზანი არის უწყვეტი კავშირი ზემოხსენებულ სამ პრინციპთან.

 

მეტოქის დაცვის გაშლა

 

მაქსიმალურად გვინდა, რომ თამაში შეიცვალოს გრძელი პასებით მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. ეს მეტოქის განაპირა მცველებს ერთ შანსს დაუტოვებს: დარჩნენ გაშლილი და დატოვონ სივრცე ცენტრში ან ჩვენი თამაშის ცვლილებასთან რეაგირებას დააგვიანებენ და ჩვენი ფლანგელები უპირატესობას მოიპოვებენ. განივი თამაში იქნება გარატია იმისა, რომ გარემარბები, ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ხშირად ერთი-ერთზე დარჩნენ მეტოქესთან. ნახევარმცველებს შეუძლიათ თამაში „დახუჭული თვალით“ შეცვალონ. მარჯვნივ ბურთს ვათამაშებთ მარცხნიდან შესატევად. სიგანეზე თამაშის დროს თითოეულ მხარეს თითო მოთამაშე დაიკავებს. ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი ფეხბურთელია საჭირო მეტოქის დაცვის ხაზის გასაწელად და დანარჩენი მოთამაშეები განლაგდებიან მოედნის ცენტრალურ ნაწილებში.

შეტევის დასკვნითი ფაზა – დასრულება

 

ჩვენი შეტევითი ფაზის მთავარი მიზანია ვიპოვოთ მოთამაშე ბოლო ზონაში. მინიმუმ ორი მოთამაშე მუდმივად თავსდება ამ მობილურ სივრცეში მოწინააღმდეგის დაცვასა და ნახევარდაცვას შორის და ხშირად მათ სხვა მოთამაშეებიც შეუერთდებიან. ღია ბურთებით და საბოლოო ზონაში მინიმუმ ორი მოთამაშით უნდა მოვახდინოთ შეტევა მეტოქის კარზე.

ხაზებს შორის განლაგებული ფეხბურთელები მუდმივად უნდა მოძრაობდნენ, რათაც ყოველთვის ჰქონდეთ პასისთვის თავისუფალი სირვცე. მათ უნდა შეეძლოთ მეტოქის ჩრდილოვანი ზონის მიღმა დარჩენა.

სიღრმე

სიღრმეში მუდმივად უნდა დავესხათ თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეტოქის კართან ახლოს ვართ. მეტოქის გუნდის გაშლა და დაცვის წინააღმდეგობის დასუსტება, გაათავისფულებს გოლის გასატანად საჭირო ზონებს.

“მიიღე ბურთი, შეუტიე სივრცეს და გაიტანე გოლი!”

 

მოთამაშეთა მახასიათებლების გათვალისწინებით შეგვიძლია ვითამაშოთ მხოლოდ ერთი ცენტრალური ფორვარდით ან ორი თავდამსხმელით. ამ შემთხვევაში შეგვეძლება საწინააღმდეგო თამაშის ჩვენება (ერთი მოდის, მეორე მიდის, ერთი მოკლე, მეორე გრძელ პასებზე თამაშობს).

ბურთის ფლობის დროს გუნდი საკმარისად უნდა იყოს განლაგებული, როგორც ჰორიზონტალურად, სხვადასხვა ხაზებზე და ვერტიკალურად სხვადასხვა ფლანგებზე.

სქემის მიუხედავად, შეგვიძლია დავინახოთ როგორ შეგვეძლება წასვლა პოზიციების დასაკავებლად შეტევის ფაზაში, მეტოქის დაცვაზე თავდასხმის მიზნით.

ფორვარდი სიღრმეში უტევს მეტოქის დაცვას, ფლანგები კი მაქსიმალურად გაშლილია. ცენტრალური ფორვარდი მოძრაობს ორ მცველს შორის და კითხულობს სიტუაციას.

თავდასხმა ხაზზე

 

მეტოქის ხაზზე შესატევად საჭიროა მინიმუმ 5 ფეხბურთელი (ორი ფლანგელი და სამი ცენტრალური მოთამაშე), ხშირად შეიძლება ეს რაოდენობა 6 ან 7 გახდეს.

შეგვიძლია ხაზზე შეტევა გავამარტივოთ სამ მთავარ სიტუაციაში:

ბოლო ზონაში ერთი მოთამაშე ეძებს თავის სივრცეს (ერთი-ორი შეხებით თამაში, შორიდან დარტყმა, ერთი-ერთზე თამაში, კომბინაცია).

მეორე შემთხვევაში ეძებს სიღრმეში არეალს და ფლანგები თავისუფლდება.

გაშლილ თამაშში შეიძლება ერთი-ერთზე თამაში ან ჩაწოდება (განსაკუთრებით ფლანგებიდან ვცდილობთ გადაცემებს ან ბურთის პენალტის არეალთან მიტანას).

ვცდილობთ შევცვალოთ თამაში და თავი მაქსიმალურად არაპროგნოზირებადი გავხადოთ. ამიტომ, შეგვიძლია მოკლე თამაშის ალტერნატივა, სიღმეში უეცარი შეტევით, ასევე 1 ან 2 ზონიდან (პირდაპირი შეტევა).

ამასთან ვეცდებით მაქსიმალურად მივაღწიოთ ბოლო ზონას მანევრირების გზით. ზოგადად, შეტევის პოზიციაზე მყოფ ჩვენს მოთამაშეებს ვთხოვთ შეუტიონ კარს და შეავსონ საჯარიმო მოედანი. გვინდა, საჯარიმოში მინიმუმ 3-4 ფეხბურთელი გვყავდეს. განსაკუთრებული ყურადღება შეგვიძლია ამ დროს მივაქციოთ ფლანგებს და წარმატებით ჩავკეტოთ შორეული ძელი.

პრინციპებისა და სივრცეების ფეხბურთში მნიშვნელოვანია მოედნის ბოლო 30 მეტრში მოძრაობების გააქტიურება, რომ ჩვენს მოთამაშეებს უფრო მეტი შესაძლებლობები მიეცეთ.

თამაში და ნაფიქრი მანევრირება ჩვენი თვისებების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. თუმცა, მე მჯერა, რომ მოედნის ბოლო 30 მეტრში კრეატივი და ინდივიდუალური ნიჭი უნდა იყოს პრიორიტეტული, თავისუფალ მოთამაშეებს შეუძლიათ გადამწყვეტი მოქმედების შესრულება.

თავდაცვითი ფაზა

2.1 პრესინგი

 

თავდაცვით ფაზაში ორი ამოცანა გვაქვს:

– არ გავუშვათ გოლი

– დავიბრუნოთ ბურთი, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ჩვენი კარიდან შორს

 

ამ მნიშვნელოვნი კონცეფციიდან გამომდინარე, მსურს მოვაწყო თავდაცვითი ფაზის ორგანიზება, რომელსაც არ გააჩნია მხოლოდ საკუთარი კარის დაცვის მიზანი, არამედ მოიპოვოს ბურთი მეტოქის სახიფათო ზონებში.

მეტოქის ნახევარზე ბურთის მოპოვებას აქვს უდიდესი მენტალური და ემოციური ღირებულება: ეს ზღუდავს ჩვენი მეტოქის გამბედაობას და თვითშეფასებას, სამაგიეროდ ზრდის ჩვენსას, რაც დაგვეხმარება მივუახლოვდეთ მთავარ მიზანს.

ხელახალი აგრესია: გვინდა დავიბრუნოთ დაკარგული ბურთი მაშინვე და ვახორციელებთ ტერიტორიის პროფილაქტიკურ დაფარვას და დაცვას, აგრეთვე, ვიკავებთ მეტოქის ნახევარზე პოზიციებს, რომ უკან სირბილი არ მოგვიწიოს.

“გუნდი თავს წინ სირბილით იცავს”

 

დაკარგულ ბურთზე, ბურთთან ყველაზე ახლოსმყოფი მოთამაშე ხელახალ აგრესიას იწყებს, მაგრამ პირველი ფეხბურთელის ძირითადი მიზანი არ უნდა იყოს ბურთის მოპოვება (ძალიან სარიკოსა), არამედ ბურთის დაფარვა და მეტოქის ბურთის მაკონტროლებელის შეცდომაში შეყვანა.

ჩემს სტაფთან ჩატარებული ზოგიერთი კვლევის თანახმად, ტოპ გუნდები თამაშში 70%-ით ახერხებენ ბურთის სწრაფად დაბრუნებას. ამ დადებითი მაჩვენებლის საშუალო ხაგრძლივობა დაახლოებით 5 წამია და მოიცავს საშუალოდ 2.5 ფეხბურთელს. ისინი ძირითადად ნახევარმცველები არიან. ცხადია, მოთამაშეებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართულნი რე-აგრესიის ფაზაში, შეუძლიათ თამაშში 12-ზე მეტი რე-აგრესია განახორციელონ.

რე-აგრესია უმეტესად ხდება გვერდით ხაზებთან და ნახევარ სივრცეებში. უფრო ძნელია ბურთის დაბრუნება ცენტრალურ ზონაში (მეტოქეს გასვლის მეტის შანსი აქვს) და საჯარიმოში, სადაც მოპოვების შემთხვევაშიც კი, მაშინვე ურტყამენ.

გუნდი განახორციელებს თავდაცვის ორ განსხვავებულ გზას თამაშის სიტუაციიდან და სიტუაციური კონტექსტიდან გამომდინარე. მეტოქის ნახევარზე მაღალ პრესინგს დავაყენებთ, ხოლო საკუთარ ნახევარზე უფრო მოლოდინის რეჟიმში ვიქნებით.

დაცვითი ხაზი მაღლა თამაშობს აგრესიული ხასიათით, ხოლო მეკარე მნიშვნელოვანია ცენტრალური მცველების ხელმძღვანელობისთვის და სივრცის დასაფარად.

გამთამაშებლის ზონაში ბურთის მოპოვების შემდეგ, სწრაფად ვუტევთ მეტოქის კარს (5-10 წამის განმავლობაში თუ ეს ვერ მოხეხრდება, ვინარჩუნებთ ბურთს და ვაგრძელებთ პოზიციურ შეტევას). ვცდილობთ მოწინააღმდეგე გამოვყოთ ფლანგებისკენ.

ევროპაში დიდი გუნდები დაახლოებით პრესინგის 45 მოქმედებას ახორციელებენ. ამ მოქმედების 60% ბურთის მოპოვებით სრულდება და მხოლოდ 10-15%-ის შემთხვევაში უწევს დიდ გუნდს მეტოქის ზეწოლასთან გამკლავება.

დაცვის უზრუნველყოფა

 

გუნდი უნდა თამაშობდეს მჭიდროდ და მოკლედ, კერძოდ, თავდამსხმელები უნდა მუშაობდნენ და მზად იყვნენ ჩვენი საჯარიმოდან გამოსული ბურთების მოსაპოვებლად. თანამედროვე ფეხბურთში ვხედავთ გუნდებს, რომლებიც მაშინაც, როდესაც დაბალი დაცვაა, იყენებენ ისეთ განწყობას და მენტალიტეტს, როგორიცაა მეტოქის ნახევარზე პრესინგი.

თითქმის ყოველთვის ინტენსივობა ასოცირდება დიდ ფიზიკურ მაჩვენებლებთან. დიდ გუნდებში კი რეალური განსხვავება მოცეულია მენტალური ინტენსივობით, ბურთის მოპოვების დაუოკებელი სურვილით, განურჩევლად იმისა, აპრესინგებს მეტოქეს თუ  ყბრალოდ მოლოდინის რეჟიმშია.

დაცვის ხაზი

 

4-კაციანი დაცვის ხაზი მუშაობს მაღალი და აგრესიული თავდამსხმელების ზემოთ აწევაზე და განსაკუთრებული ყურადღება აქ მეკარის როლს ეხება. დაცვით, ისევე როგორც შეტევით ეტაპზე მეკარის როლი მთლიანად შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სინამდვილეში ეს როლი რამდენიმე წლის წინ მხოლოდ კარის დაცვას გულისხმობდა და ყურადღების ამაზე გამახვილებას ემყარებოდა. თანამედროვე ფეხბურთში შეუცვლელი გახდა მეკარეებისა და მათი მწვრთნელების როლი ‘ფეხით თამაშში და ‘სივრცის დაცვაში’. მეკარე დაკავშირებულია საკუთარი დაცვის ხაზთან, თუ ჩვენი დაცვის ხახი მიდის ცენტრამდე, მეკარემც უნდა ასწიოს თავისი პოზიცია.

ჩვენი თავდაცვითი სისტემის სხვა მნიშვნელოვანი კონცეფციები: 2VS1-ზე თამაში, ერთი მცველი მეტოქესთან და მეორე დაზღვევაზე. საინტერესო გამოსავალი შეიძლება იყოს ბოლო 30 მეტრში მყოფი ჩვენი ნახევარმცველი, რომელიც შედის დაცვით ხაზში და ამ დროს დაცვის ხაზი შეიძლება გახდეს 5-კაციანი, რომ უკეთ დავიცვათ სიგანეზე თავი და ცენტრში ვითამაშოთ უფრო აგრესიული დაცვა. ამ შემთხვევაში ჩვენი ნახევარმცველის თვისებები და კონტექსტი განსაზღვრავს ამ არჩევანს. კონკრეტული მოთამაშეების წინააღმდეგ ვამზადებთ მჭიდრო აყვანის მეორე ხაზს (5 სმ-ში).

გადაწყობა

 

თანამედროვე ფეხბურთში გადაწყობამ ფუნდამენტური მნიშვნელობა შეიძინა. აღარ არის მხოლოდ სწრაფი კონტრშეტევები, არამედ მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა კავშირი თამაშის ორ ფაზას შორის და შესაბამისად, ხშირად ორ სხვადასხვა ფორმატსა და მოდულს შორის. ამ ტრანზიტული ფაზის დროს მაქსიმალურად სწრაფად გაცნობიერება და პოზიციის მოძებნა შესაძლოა, გადამწყვეტი ელემენტი იყოს კარგ და ცუდ თამაშს შორის.

გადაწყობა შეტევაში

 

შეტევითი გადაწყობა არის ერთ-ერთი სათამაშო სიტუაცია, როდესაც მოთამაშეთა თვისებებს შეუძლია მწვრთნელის იდეებსა და პრინციპებზე გავლენის მოხდენა. ნახევარმცველი, გარემარბი და შემტევი საშუალებას გაძლევს, რომ შეტევა სწრაფად დაიწყო. საპირისპირო შემთხვევაში კი, ნახევარმცველის დრიბლინგი და თავდამსხმელების მანევრირება გაძლევს საშუალებას არ შეცვალო შეტევა და შემდეგი მოქმედება პოზიციური შეტევით დაიწყოს. კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გაანალიზებული, არის მინდვრის ის ადგილი, სადაც ბურთის მოპოვება ხდება – მეტოქის ნახევარზე სასურველია კონტრშეტევებით ვცადოთ მოწინააღმდეგის დაცვის დაჯაბნა.

უწყვეტი და განუყოფელი თამაშის იდეაში ფუნდამენტური ხდება ორივე ფაზაში გადაწყობა, როგორც დაცვით, ისე შემტევ ფაზაში.

დაცვითი გადაწყობა

 

თავდაცვითი გადაწყობისას ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღია ბურთის დაუყოვნებლივ დაბრუნება, თემა, რომელიც უკვე ვრცლად გავაშუქეთ. თავდაცვიი გადაწყობის დროსაც პროფილაქტიკური თამაში მნიშვნელოვანია; როდესაც პოზიციურ შეტევაში ვართ, მცველებმა, რომლებიც შეტევით ფაზაში აღარ მონაწილეობონ და ამისთვის საჭირონი აღარ არიან, უკვე უნდა იფიქრონ შესაძლო დაცვით გადაწყობაზე, თავდამსხმელების აყვანაზე და მეტოქის კონტრშეტევისთვის ხელის შეშლაზე. ცენტრფორვარდის პროფილაქტიკური შეჩერების დროს ვცდილობთ გამოვიყენოთ ჩვენი ნაცადი გეგმა 2VS1-ზე თამაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ზოგადად, მოწინააღმდეგის თვისებების შესწავლა და გათვალისწინება ფუნდამენტურია.

თავდამსხმელების წინააღმდეგ, რომელთაც კარგად შეუძლია ბურთის შენარჩუნება, უფრო კონცენტრირებულად და მჭიდროდ თამაში იქნება საჭირო. გარემარბების წინააღმდეგ, რომლებიც შესაძლოა ძალიან სწრაფები იყვნენ, პრივილიგირებული არჩევანი იქნება პრევენციული აყვანა და უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ჩვენს უკან არსებული სივრცეების დაფარვის საკითხს.

დასკვნა

 

შევეცადე გამომემჟღავნებინა და სინთეზირებულიყო ის ფეხბურთი, რაც გონებაში მაქვს. ფეხბურთი, რომელიც მომდინარეობს ჩემი, როგორც ფეხბურთელის კარიერიდან და ჩატარებული კვლევებიდან, როდესაც კარიერა დავასრულე.

მჯერა, რომ ძალიან აქტიურ, შემტევ და ხარისხიან ფეხბურთს დიდი უპირატესობის მონიჭება შეუძლია. უფრო დიდი ენთუზიაზმი გარემოში, მოთამაშეებისა და პერსონალის მეტი ჩართულობა – ეს დინამიკა აუცილებელია იმისთვის შევძლოთ ემპათიის შექნა, რომელიც წარმატებული გუნდის საფუძველია. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის ფეხბურთით უფრო მეტი შანსია, რომ საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო.

ფეხბურთი არის ძალიან დაბალი ქულების სპორტი სხვა სპორტებისგან განსხვავებით (კალათბურთიდან ფრენბურთამდე). ეს მცირე, მაგრამ თან დიდი სხვაობა განსაზღვრავს იმას, რომ ზოგჯერ საბოლოო შედეგი არ არის იმის სასარგებლოდ, ვინც იმსახურებდა გამარჯვებას. ბევრმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შედეგების შესაბამისობის ტენდეცია, კიდევ ერთი მიზეზია ხარისხიანი ფეხბურთის თამაშის, რომელიც შეგიქმინის ბევრ საგოლე მომენტს და რაც დროთა განმავლობაში გამარჯვებამდე მიგიყვანს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს და კურსის ლექტორებს ერთად გატარებული ამ თავგადასავლისთვის. ასევე მადლობა ჩემს სტაფს, რომლებთანაც გაზიარებული მაქვს ჩემი საფეხბურთო პროექტის იდეები.

და ბოლოს, მადლობა თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ კარიერის განმავლობაში და ყველა მწვრთნელს, რომელიც მყავდა, თითოეულმა მათგანმა რაღაც დამიტოვა:

მორო, რეია, მატერაცი, ჰოჯსონი, ლუჩესკუ, კოლომბა, მაცონე, ანჩელოტი, ლეონარდო, კონტე, ალეგრი, ვიეირა და სანაკრებო დონეზე: ტარდელი, ჯენტილე, ტრაპატონი, ლიპი, დონადონი და პრანდელი.

განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ოჯახს, ისინი ჩემი უდიდესი სიყვარული და ჩემი დღეების პირველი და ბოლო საფიქრალი არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …