ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი სერია A-ს გათამაშებაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. მე-17 ტურში ტურინელებმა უშუალო კონკურენტი „მილანი“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 2:0.
მატჩის გმირი ბარბარა ბონანსეა გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედი პირადად გადაწყვიტა. რიტა გუარინოს გუნდმა ამ გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზეა.
„იუვე“ ქალთა სერია A-ში „ფიორენტინას“ 1 ქულით უსწრებს, ხოლო მესამე ადგილზე „მილანია“ 39 ქულით.
„იუვენტუსი“ – „მილანი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბონანსეა (54), 2:0 ბონანსეა (86)