ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩის მზადების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. გუნდმა დღეს კონტინასას ბაზაზე ივარჯიშა.
როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, გუნდთან ერთად ივარჯიშა დანიელე რუგანიმ, რომელსაც ბოლო შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გაუცდა. დუგლას კოშტამ კი ამჯერად ინდივიდუალურად ივარჯიშა. ბრაზილიელის დაბრუნებას წესით „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე საფრთხე არ უნდა დაემუქროს.
18 თებერვალს, „იუვენტუსი“ ვარჯიშს დილიდან შეუდგება.