მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ატლეტიკომდე”: სტატისტიკა

“იუვე” – “ატლეტიკომდე”: სტატისტიკა

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. მატჩამდე სამი დღე დარჩა და დაძაბულობა მატულობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემსა და საინტერესო ფაქტებს.

ურთიერთშეხვედრები

„იუვენტუსი“ „ატლეტიკოს“ აქამდე ორჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს. 2014-2015 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მადრიდში მასპინძლებმა არდა თურანის გოლით მოიგეს. მარიო მანჯუკიჩი მაშინ „როხიბლანკოს“ მაისურით თამაშობდა. მოედანზე ასევე იყვნენ დიეგო გოდინი, ხუანფრანი, კოკე, საულ ნიგესი, ხოლო ანტუან გრიზმანმა ცვლილებიდან ითამაშა. სათადარიგო სკამზე დარჩნენ იან ობლაკი და ხოსე მარია ხიმენესი. ტურინელთაგან ჯორჯო კიელინიმ და ლეონარდო ბონუჩიმ ითამაშეს.

ტურინში საპასუხო მატჩი 0:0 დასრულდა. ჯგუფიდან „ატლეტიკო“ პირველი, ხოლო „იუვენტუსი“ მეორე ადგილით გავიდა.

„ატლეტიკო“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ

„ატლეტიკოს“ იტალიური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფის სტადიაზე რვაჯერ უთამაშია. ოთხჯერ თავად გავიდან შემდეგ ეტაპზე, ხოლო ოთხჯერ გამოთიშა ტურნირს. 2013-2014 წლების სეზონში მადრიდელებმა „მილანს“ ორი მატჩის ჯამში 5:1 მოუგეს (1:0, 4:1).

„როხიბლანკოს“ იტალიური გუნდების წინააღმდეგ ბოლო ხუთი მატჩი მოგებული აქვს. ბოლოს, „რომა“ 2:0 დაამარცხა გასულ სეზონში. ბოლო ცხრა თამაშიდან კი (სტუმრად და სახლში) 7 მოიგო და ორჯერ ფრე ითამაშა. ბოლოს მადრიდული გუნდი 2011-2012 წლებში „უდინეზესთან“ ევროპა ლიგის ჯგუფში დამარცხდა.

„იუვე“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ

„იუვენტუსის“ ბალანსი ესპანური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში ასეთია: 9 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 7 გამოთიშვა. მიმდინარე სეზონში ტურინელებმა „ვალენსია“ ორჯერ დაამარცხეს (2:0, 1:0). „იუვეს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო სამი მატჩი აქვს მოგებული.

თუმცა, „ბიანკონერიმ“ ესპანეთში უკანასკნელი 9 მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო. მთლიანობაში „იუვენტუსის“ ბალანსი უშუალოდ ესპანეთში ასეთია: 6 მოგება, 6 ფრე, 16 წაგება.

გადაკვეთილი გზა

დიეგო სიმეონე იტალიაში თამაშობდა „პიზას“, „ინტერისა“ და „ლაციოს“ მაისურით.

მარიო მანჯუკიჩი „იუვეში“ 2015 წელს, „ატლეტიკოდან“ გადავიდა. ესპანეთის დედაქალაქში ხორვატმა 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

მადრიდელებმა იანვარში ალვარო მორატა დაიმატეს, რომელიც „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა და 93 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. მათ შორის, 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალსა და ფინალში.

კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა და ესპანეთის ჩემპიონატის 292 მატჩში 311 გოლი გაიტანა. პორტუგალიელს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 31-ჯერ უთამაშია და 22 გოლი გაუტანა (14 მოგება, 9 ფრე, 8 წაგება).

ესპანეთში ასევე უთამაშია სამი ხედირას („რეალში“ 2010-2015), ჟოაუ კანსელუს (2014-2018), მარტინ კასერესს („უელვა“ 2007-2008, „ბარსელონა“ 2008-2009, „სევილია“ 2010-2012). ხედირამ „რეალის“ მაისურით 2014 წელს „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი და როდრიგო ბენტანკური, მარტინ კასერესი (ურუგვაი)

ფილიპე ლუისი და ალექს სანდრო, დუგლას კოშტა (ბრაზილია)

სანტიაგო არიასი და ხუან კუადრადო (კოლუმბია)

ანხელ კორეა და პაულო დიბალა (არგენტინა)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …