ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ახლოვდება. Tuttosport-ი მატჩამდე ორი დღით ადრე „იუვენტუსის“ სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, რომელიც ასეთია:
შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ
ხსენებული წყაროს ცნობით, ალეგრიმ ამ შემადგენლობაზე თითქმის ჩამოყალიბდა. თუმცა, არაა გამორიცხული ბერნარდესკის ადგილი ჟოაუ კანსელუმ დაიკავოს.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 20 თებერვალს, 23:55 საათზე დაიწყება.