მთავარი / სიახლეები / პარატიჩი აქტუალურ თემებზე – ალეგრი, დიბალა, იკარდი, სალაჰი, ჩემპიონთა ლიგა

პარატიჩი აქტუალურ თემებზე – ალეგრი, დიბალა, იკარდი, სალაჰი, ჩემპიონთა ლიგა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ Radio Anch’lo Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგა, მასიმილიანო ალეგრი, პაულო დიბალა, მაურო იკარდი, ნიკოლო ძანიოლო, მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე და ტრანსფერი – ეს, ის საკითხებია, რომლისშესახებ პარატიჩიმ ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის წინ

გუნდი ლარგადაა და ვფიქრობთ ჩვენს შესახებ, არა მეტოქეზე. შემდეგ დავინახავთ როგორაა მეტოქე. როდესაც პლეი-ოფია ყველა თამაში ფუნდამენტური ხდება. არმგონია, რომ ეს ორი თამაში იყოს იმის განმსაზღვრელი რას წარმოადგენს „იუვე“ ევროპაში. ჩვენ ბოლო წლებში ორი ფინალი ვითამაშეთ და დავამტკიცეთ, რომ ევროპაშიც მაღალ დონეზე ვართ.

„ატლეტიკო“

ყოველწელს რაღაც მეტს ველოდებით და ჩვენც ვცდილობთ ეს მოლოდინი შევინარჩუნოთ. ჩემპიონთა ლიგა შეპყრობაა? – არა, უბრალოდ სტიმულია. ყოველწლიური მიზანია. ვცდილობთ ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანი ვიყოთ, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე. ეს სტიმულია პროგრესისთვის. გამარჯვებისთვის ბევრი დეტალია საჭირო, მათ შორისაა იღბალიც. ანიელის მოსვლიდან ჩვენ ვიზრდებით. დავიწყეთ მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ვერ გავდიოდით და ფინალები ვითამაშეთ.

ალეგრი

პროექტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვებები ან დამარცხებები და ამას 9 წელია ვამტკიცებთ. მაქსი ამ პროექტის ნაწილია და ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგის მიუხედავად ჩვენთან დარჩება. ყოველთვის ვცდილობთ გაზრდას და საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბებას.

იკარდი

მინდა განვმარტო, რომ ბოლო დროს არავითარი კონტაქტი არ ყოფილა. გვქონდა ადრე ინტერესი, რომ ის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვანდასთან აღარ ვისაუბრებთ, ის „ინტერის“ ფეხბურთელია და ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. სატრანსფერო ბაზარი მხოლოდ ივნისში გაიხსნება.

დიბალა

თითქმის ყოველთვის თამაშობს. „იუვენტუსის“ ფეხბურთელია, რომელმაც მხოლოდ 25 წლის ასაკში ძალიან ბევრი დაამტკიცა. უნდა გააგრძელოს მუშაობა „იუვეს“ დროშობისთვის და დარწმუნებული ვარ გახდება, რადგან დიდი თვისებები აქვს.

ტრანსფერები

ვის აქვს ყველაზე დიდი შანსი კიეზას, ძანიოლოს, ბარელასა და ტონალოს შორის, რომ „იუვენტუსში“ მოხვდეს? ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ახალგაზრდა იტალიელები შეიძლება „იუვემ“ შეიძინოს. ისინი კარგი და ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკვირდებით როგორც იტალიურ, ისე უცხოურ ბაზარს. მბაპე ან სალაჰი? ამ მომენტში ეს ფანტაზიებია და მხოლოდ თებერვალში ვართ. არ ვიცით, რა მოხდება ივნისში. ვფიქრობ, ერთი დიდი ტრანსფერი უკვე დავადასტურეთ რემზის სახით. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც „არსენალში“ 350 მატჩზე მეტი ჩაატარა. ჩვენთვის დიდი შენაძენია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …