მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ატლეტიკო” “იუვეს” ჰგავს, მაგრამ ჩვენ რონალდუ გვყავს”

პიანიჩი: “ატლეტიკო” “იუვეს” ჰგავს, მაგრამ ჩვენ რონალდუ გვყავს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა Il Giornale-ს განუცხადა, რომ „ატლეტიკო“ „იუვენტუსს“ სათამაშო სტილით ჰგავს, თუმცა ტურინელებს ინდივიდუალურად უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.

ბოსნიელმა ხაზი კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორს გაუსვა:

„მჯერა, რომ უახლოეს წლებში „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ეს ჩემი ოცნებაა და ამის ასასრულებლად იდეალურ ადგილზე ვარ. რომელ თამაშს ვითამაშებდი თავიდან? კარდიფის ფინალს. ჩვენ ძლიერები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის თასს გამოვეთიშეთ. ორი-სამი დეტალი უნდა გავაუმჯობესოთ ასეთი გამოწვევებისთვის.

„ატლეტიკო“ „იუვეს“ საკმაოდ ჰგავს. კომპაქტურია, ზონებს თითქმის არ ტოვებს, ცოტა გოლს უშებს. აგრესიული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ინდივიდიუალურად უფრო ძლიერები ვართ. ამან შესაძლოა სხვაობა მოგვცეს. „ატლეტიკო“ მოტივირებულია, რადგან ფინალის სახლში თამაშის შანსი აქვს მას მერე, რაც ბოლო წლებში ფინალში ორჯერ წააგო.

რონალდუ? – მასთან ერთად ყველაფერი უფრო ადვილია. დიდ მატჩებში ყოველთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. მასთან ხშირად ვსაუბრობ და მეუბნება, რომ დარწმუნებულია ამ „იუვეს“ სიძლიერეში.

ტრანსფერი? – არის რაღაც საუბრები, მართალია. თუმცა, გუნდის შესაცვლელად მიზეზი არ მაქვს. „იუვე“ ჩემი ბოლო დიდი გუნდია? ტრანსფერები მხოლოდ ფეხბურთელებზე არაა დამოკიდებული, გუნდის ხელმძღვანელებიც აქტიურად ერთვებიან“, – განაცხადა პიანიჩმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …