ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა. ჩეხმა განაცხადა, რომ მაშინ დამშვიდდება, როდესაც „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
„რონალდუ? ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელია. „იუვენტუსის“ აღწერას ზუსტად შეესაბამება. რონალდუ, მართლაც „იუვენტუსისთვის“ საჭირო ფეხბურთელია. სრულყოფილი მენტალიტეტი აქვს.
მე პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ და იმედს არავის გავუცრუებ. შემიძლია ის ვთქვა, რომ ფეხბურთელობა ნაკლებ სტრესული იყო, მხოლოდ ჩემს საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული. ჩემი კავშირი „იუვეს“ ქომაგებთან ყოველთვის ძლიერი იყო.
ჩემპიონთა ლიგა? როდესაც „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მშვიდად დასვენებას შევძლებ“, – განუცხადა ნედვედმა Telegraph-ს.