ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ მიშელ პლატინიმ გუნდში დაბრუნება გამორიცხა. ფრანგის განცხადებით, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, სადაც სიყვარული ერთხელ არსებობდა.
„იუვენტუსში“ დაბრუნება? მე მივიღე რამდენიმე წინადადება, მაგრამ არ ვრუნდები იქ, სადაც წარსულში უკვე ვიყავი. არ არსებობს სიყვარულის ორი ისტორია. მინდა, თავი ისევ სასარგებლოდ ვიგრძნო. ECA-ში ანიელისთან ერთად? ყველაფერი შესაძლებელია, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რჩევა არავის უთხოვია“, – განაცხადა პლატინიმ.
შეგახსენებთ, რომ პლატინი „იუვენტუსში“ 1982-1987 წლებში თამაშობდა.