ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია.
„მე ამბიციური ვარ და ყოველთვის მინდა უმაღლეს დონეზე ვიყო. თუმცა, მე ამ რთული მომენტისგან ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე არ მიმდინაორებს, როგორც იმედი მქონდა.
მე არ მითამაშია ერთი თამაშიც კი ძირითად შემადგენლობაში (რეალურად, „ლეჩესთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო – ავტ) და ამიტომ, არ შემიძლია კმაყოფილი ვიყო, მაგრამ არ დავუშვებ, რომ დავეცე. მუშაობას გავაგრძელებს, მივდივარ დარბაზში ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ, რომ მზად ვიყო.
„იუვენტუსის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად ვესაუბრები, ვცდილობ ვაჩვენო, რისი გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ზოგიერთს ეს არ ესმის.
ზამთრის სატრანსერო ფანჯარა? ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს“, – აღნიშნა ემრე ჯანმა.