ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა კლაუდიო ჯენტილემ მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიელი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, მაგრამ ადაპტირებისთვის დრო სჭირდება.
„ის არის ბიჭი, რომელიც დიდ კმაყოფილებას მოგვიტანს, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, სწრაფად გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი“, – თქვა ჯენტილემ.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.