ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„პირველ ტაიმში შეგვეძლო მომენტების უკეთესად გამოყენება, თუმცა „კროტონესთან“ შედარებით მნიშვნელოვანი იყო სოლიდური თამაშის ჩატარება. ჩვენი მიდგომა ასეთია: წინ, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის ყოფლა. კიეზას აქვს შეტევითი მოვალეობები და შეუძლია ორივე ფლანგზე ითამაშოს, კულუსევსკის და რემზის ცენტრში თამაში შეუძლია და კუადრადოს მარჯვნივ. ნუ დაგვავიწყდება, რომ რონალდუ არ გვყავს, დიბალა კი 100%-ით მზად არ არის. ასე, რომ შეტევაში სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს. პაულოს თამაში სჭირდება, ის ბოლომდე მზად არაა, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევა. კიელინი? მისი მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეფასდება“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „ვერონასთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.