მთავარი / სიახლეები / მორატა: “ჩემპიონთა ლიგაზე ამ მაისურით თამაში დიდი ემოციაა”

მორატა: “ჩემპიონთა ლიგაზე ამ მაისურით თამაში დიდი ემოციაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ კიევის „დინამოსთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა დუბლი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა, მისი თქმით, ასე უნდა გააგრძელონ.

„ჩემპიონთა ლიგაზე ამ მაისურით თამაში დიდი ემოციაა. გვინდა ბოლომდე მივიდეთ და ამისთვის ვიბრძვით. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია, რადგან სწრაფი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. დღეს ბურთი გვქონდა და კარგი პრესინგი გვქონდა, ასე უნდა გავაგრძელოთ. კიეზა და კულუსევსკი? ისინი კარგი ბიჭები არიან, ძალიან ძლიერი ფეხბურთელები და გიჟური მომავალი მომავალი აქვთ“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში „ვერონასთან“ გამართავს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …