უეფას ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონში წარმატებული სტარტი აიღო. ანდრეა პირლოსაც კარგი დებიუტი ჰქონდა, რადგან “იუვემ” კიევში “დინამო” ადვილად, 2:0 დაამარცხა.
“იუვენტუსი” უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მასპინძლეთა მეკარე ბუშანი კარგად თამაშობდა და რამდენიმე ეპიზოდში საკუთარი გუნდი იხსნა.
თუმცა, მეორე ტაიმი “იუვემ” კარგად დაიწყო და პირველივე წუთზე ანგარიში გაიხსნა, თანაც ეს ამ სეზონის პირველი გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ალვარო მორატამ კვლავ გაიტანა, მეკარის მოგერიებულს დაამატა. ესპანელმა ბოლო მატჩშიც გამოიჩინა თავი “კროტონესთან” და მშვენიერი ფორმაშია. “იუვენტუსი” გოლმა ცოტა დაამშვიდა და ცდილობდა უკან მოუხედავად აღარ შეეტია. მატჩის მიწურულს კი ხუან კუადრადოს პასით მორატამ დუბლი გაიფორმა და ეს მისი პირველი დუბლია ჩემპიონთა ლიგაზე.
“იუვენტუსმა” 3 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგა კარგად დაიწყო. ტურინული გრანდი მომდევნო მატჩს სერია A-ში “ვერონასთან” ჩაატარებს, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “ბარსელონას” ესტუმრება.
„დინამო“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:0)
კიევი, „ოლიმპიური სტადიონი“
„დინამო“ (4-3-3): ბუშანი; კეძიორა, ზაბამი, მიკოლენკო, კარავაევი (პოპოვი 71); ბუიალსკი (ჰარმაში 89), სიდორჩუკი, შაპარენკო; ციგანკოვი (ვერბიჩი 71), სუპრიაგა, დე პენა (როდრიგესი 60)
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი (დემირალი 19); კიეზა, ბენტანკური, რაბიო, კუადრადო; რემზი; კულუსევსკი (დიბალა 56), მორატა
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)
გაფრთხილება: ბენტანკური (45), კუადრადო (50), დემირალი (59)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 10 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)